საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92416

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 ივლისს შრომის სამინისტრო დამთვლელ განყოფილებას კომისარიატის თანამშრომელ ნ. გ. ახმეტელოვაზე მისი დანიშვნის დროიდან გაცემული თანხის ცნობის გაცემას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ივლისს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გიორგი გიორგიძემ განათლების მინისტრს სთხოვა, ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ისტორიისა და მსგავსი საგნების მასწავლებლად დაენიშნათ. მას თბილისში ან თელავში სურდა მუშაობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 ივლისს გიორგი გიორგიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ კარგად იცის საკანცელარიო საქმისწარმოება და შეუძლია ცოდნა და შრომა თვით სამინისტროს ცენტრალურ დაწესებულებებშიც გამოიყენოს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივლისს მარიამ ლაზარეს ასულმა კალანტაროვმა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის დირექციას შვილის, ნატალია კალანტაროვის რუსულ ჯგუფში ჩარიცხვა სთხოვა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო სასურსათო კომიტეტის მეორე ნაწილის თავმჯდომარე ა. ა ვართანოვი და მეტეხის ციხეში გაგზავნა. დაპატიმრება უკავშირდებოდა უკანასკნელ პოლიტიკურ ამბებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვეშაპიძე და მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, სოციალისტ- დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციებს ეცნობებინათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არჩეული მათი წევრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კრებას ვერ ესწრებოდნენ, ამიტომ ფრაქციებისთვის ეთხოვათ შესაფერი ზომების მიღება და კომისიის შევსება ახალი კანდიდატებით: სოც. დემ. ფრაქციიდან წარმოედგინათ ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. – გ. რცხილაძე, ნაც. დემ. – გ. გვაზავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგისთვის ეთხოვათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებლად დანიშნულიყო დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა სამსონ დადიანისთვის დაევალებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძეს თბილისის ყველა სამკითხველოს დათვალიერება და დროებით ყველა საჭირო წიგნის ჩამორთმევა დაავალეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ივლისს ნინა კირაკოზოვი, გაიანე კამილოვი, დარია ალხაზოვი, ეკატერინე ვასილიევა, სოფო ოსაკოვა, ანა ტერ-არუთინოვა და დ. გაბაევა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის დირექციას რუსულ ჯგუფში სთხოვენ სწავლის გაგრძელებას.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 6 ივლისს ს. ყულიჯანოვმა, მ. არუთინოვმა, ალი არუთინოვმა, ნ. მელიქოვმა, ნუშა ხეჩოევმა, ეკატერინე არუთინოვმა, კატო მარქაროვმა და ოსანა პიპინოვმა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის დირექციას რუსულ ჯგუფში სწავლის გაგრძელება სთხოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

მატერიალური სამსახურის თანამშრომელი, რევიზორი ნ. ე. ერმოლაევი 1906 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან 1905 წლის დეკემბრის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემის გამო. გამართლების შემდეგ ისევ მიიღეს სამსახურში 1907 წლის აპრილში. რევიზორის თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად, 1918 წლის 5 ივლისს გზების უფროსს მიმართავს შუამდგომლობით, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება გამოუყონ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ლუკა ელბაქიძემ შუამდგომლობით მიმართა გზების უფროსს, უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაეთვალათ და მიყენებული ზარალისთვის დიდი დახმარება მიეცათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ვ. გოგავა შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება მისცენ 2 წლისა და 2 თვის მანძილზე ხელფასის ჩამორთმევისათვის.

1918

ტიპი: ავტორობა

მ. ა. კოვალიოვი, რომელიც სამსახურში დაააბრუნეს 1-ლი მარტის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დაუნიშნონ გასამრჯელო სამსახურის დაკარგვისთვის, გამოუყონ დიდი დახმარება, რომლითაც მოვალეობას იკისრებენ, დაუფარონ გათავისუფლების დროს მიღებული საპენსიო შენატანები.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 5 ივლისს ელენე ივანეს ასულმა ლუკაშვილმა, რომელმაც თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი დაამთავრა, სამინისტროში გადამწერის ადგილი ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ს. ჩირაკაძე შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და მიყენებული ზარალისთვის გამოუყონ დიდი დახმარება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა საგარეო საქმეთა კომისიის შემადგენლობა: კონსტანტინე საბახტარიშვილი, არსენა მულაიშვილი, დავით ონიაშვიილი, გიორგი გაგლოევი, არჩილ ჯაჯანაშვილი, იოსებ გობეჩია და შალვა ამირეჯიბი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სარწმუნოების კომისიაში გიორგი ცინცაძის ნაცვლად იოსებ მარუაშვილი დაემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით გზათა კომისიას გიორგი ცინცაძის ნაცვლად გიორგი გაგლოევი დაემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით სამეურნეო-საგამგეო კომისიის შემადგენლობას გერასიმე მახარაძის, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ერაძის ნაცვლად ილია ბადრიძე, ვასილ წულაძე და ნოე ცინცაძე დაემატნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის შემადგენლობას ნოე ჟორდანიასა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე საბახტარაშვილი დაემატნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გახსნის კანონი საფინანსო და განათლების კომისიებს გადაეცა.