საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86585

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წელს დიმიტრი ბენაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1938 წლებში მარიკა მიქელაძე საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო რადიოს გადაცემათა რედაქტორად მუშაობდა.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ნათიძე იყო საქართველოს მუზეუმის არქივარიუსი.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს საქართველოს მუზეუმის არქივარიუსმა გიორგი ნათიძემ თედო სახოკიას აცნობა, რომ სახოკიას აფხაზეთში მოგზაურობის დღიური, რომელიც აქამდე დაკარგული ეგონათ, მუზეუმის არქივში ინახებოდა.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს მაყვალა მრევლიშვილი მუშაობდა საბავშვო რადიო-გადაცემათა რედაქტორად.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1940 წლებში მაყვალა მრევლიშვილი იკავებდა საქართველოს მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობას.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1948 წლებში სიმონ წვერავა იყო საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანელიძის ნაშრომი „პირველი საბჭოთა სპექტაკლი”.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1937 წლებში გიორგი გაბუნია იყო ჭიათურის თეატრის მსახიობი.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წელს არჩილ ჩაჩიბაია გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1936

ტიპი: განათლება

1936 წელს გიორგი სამხარაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა მამია ასათიანის ნოველათა პირველი კრებული „ხუთი ნოველა”.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1939 წლებში გიორგი კაჭახიძე პედაგოგიკის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი იყო.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის „ლექსები”.

1936

ტიპი: განათლება

1936-1939 წლებში მწერალთა კავშირის მივლინებით გრიგოლ ჩიქოვანი სწავლობდა მოსკოვში კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე.

1936

ტიპი: განათლება

1936-1940 წლებში ვანიონ დარასელი სწავლობდა როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ლავრენტი ჭიჭინაძის მოთხრობა „ჭარმაგი”.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს გიორგი ქავთარაძემ მუშაობა დაიწყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში”.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავას თარგმნილი მედიცინის სახელმძღვანელოები გამოსცა ჯანმრთელობის მედიცინის გამომცემლობამ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1940 წლებში იაკობ ფანცხავამ თარგმნა მედიცინის მეცნიერების სახელმძღვანელოები: 1. აცრის საქმე. დამცველი (განმარინებელი) ვაქცინები და სამკურნალო შრატები. 2. ფსიქიატრიის სახელმძღვანელო ფერშალთათვის. 3. პათოლოგიის სახელმძღვანელო. 4. ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს თედო სახოკიამ დაწყებული გამოკვლევა „ხატოვანი (ფიგურალური) თქმანი“ მოგვიანებით დაასრულა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ჩააბარა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს თედო სახოკიამ დაიწყო თავისი „ხატოვან (ფიგურალურ) თქმათა“ მასალების დალაგება.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის შემოდგომაზე საბჭოთა ხელისუფლებამ ბაძია მგელას ძე ლიქოკელი ცრუ ბრალდებით დააპატიმრა.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის შემოდგომაზე საბჭოთა მთავრობამ აპარეკა გიორგის ძე არაბული ცრუ ბრალდებით დააპატიმრა.