რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს სარედაქციო კომისიის შემადგენლობა: რაჯდენ არსენიძე, მელიტონ რუსია, გრიგოლ ნათაძე, სამსონ ფირცხალავა და გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს საბიბლიოთეკო კომისიის შემადგენლობა: ოლღა სოლოღაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა ახალი მთავრობის შემადგენლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ყოფილი მინისტრები რჩებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ საბჭოს მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიას დაევალა ახალი მთავრობის შედგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე წერეთელი, კალენიკ ქავთარაძე, ივანე ჩერქეზიშვილი და ალექსანდრე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა მთავრობის გადადგომისა და ახალი მთავრობის შექმნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის ინიციატივებიდან სვიმონ მდივნის წინადადება დამტკიცდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სვიმონ მდივანმა წარადგინა ინიციატივა, რომ სახალხო გვარდიაში მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ალექსანდრე ახმეტელი გამოვიდა ინიციატივით, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეორე მუხლისთვის დაემატებინათ შემდეგი: „სახალხო გვარდიაში სამსახური სავალდებულოა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ ირიცხებიან სამხედრო სამსახურში.“
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 19 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ვლადიმერ გობეჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბჭოს წევრის, ვლადიმერ გობეჩიას ხსოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სარწმუნოების კომისიის შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ალექსანდრე წერეთელი, რაფიელ ივანიცკი და მიხეილ მაჩაბელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა წაიკითხა მთავრობის დეკლარაცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ერთხმად მიიღეს რაფიელ ივანიცკის წინადადება საეკლესიო კომისიის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიის წევრები: მელიტონ რუსია, ალექსანდრე ლომთათიძე, ბიქტორ თევზაია, მიხეილ კლიმიაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, სამსონ ფირცხალავა, სიმონ მდივანი, ვასილ წერეთელი და დიმიტრი ჯავახიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სახალხო ჯანმრთელბის კომისიის წევრები: სოლომონ დოლიძე, იოსებ აბაკელია, ივანე გომართელი, შალვა მიქელაძე და დიმიტრი ჯავახიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს გზათა კომისიის წევრები: იოსებ სალაყაია, გიორგი ცინცაძე, იოსებ გობეჩია, მიხეილ ყაუხჩიშვილი და ნიკოლოზ ნიკოლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს სახალხო განათლების კომისიის წევრები: ლეო ნათაძე, ნოე ცინცაძე, თევდორე კიკვაძე, კალენიკ ქავთარაძე, გრიგოლ ნათაძე, დიმიტრი უზნაძე და შალვა ქარუმიძე.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ პეტრე გელიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, ნიკოლოზ ელიავა, მინადორა ტოროშელიძე, გიორგი ცინცაძე, სერგო ჯაფარიძე, ანანია სალუქვაძე, იოსებ სალაყაია, მიხეილ კლიმიაშვილი, კირილე ნინიძე, ალექსანდრე ფარნიევი, დიომიდე თოფურიძე და ალექსანდრე დგებუაძე.

