რეგისტრირებული ფაქტები88099
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვალერიან თევზაძე სომხეთ-საქართველოს ომში სადახლოს ფრონტის შტაბის დაზვერვის ხელმძღვანელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მურადიანი სომხეთ-საქართველოს ომში სომეხთა ჯარის მთავარსარდლის, მოვსეს სილიკოვის ადიუტანტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გენერალი მოვსეს სილიკოვი სომხეთ-საქართველოს ომში სომეხთა ჯარის მთავარსარდალი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე, გენერალი გიორგი არჯევანიძე, პოლკოვნიკი გაგოშვილი და ივანე ჯავახიშვილი ქართული ჯარისთვის წესდებათა შექმნის, მათ სათარგმნელად და გამოსაცემად დაარსებული კომისიის წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ივანე ციციშვილის მეთაურობით საქართველოს ჯარმა გაგრა თეთრგვარდიელებისგან მალე გაათავისუფლა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი გიორგი თაყაიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ჯარების უფროსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბში კადრების განყოფილების უფროსის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძე გაგზავნეს გაგრაში, სადაც ქართველები დენიკინის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გენერალი ივანე ციციშვილი გაგრაში თეთრგვარდიელების წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის სარდალი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრაში ნახა საზღვარზე მცხოვრები, რომელიც ყოველდღე გადადიოდა ფრონტის ხაზზე და იქიდან დენიკინის ჯარის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია გამოჰქონდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოდპოლკოვნიკი ხომერიკი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კადრების განყოფილების უფროსი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძე ერთი თვით ბათუმში, ასლან-ბეგ აბაშიძის სახლში, იმყოფებოდა და მას ინგლისელ ოკუპანტთა გასაძევებლად საიდუმლო ორგანიზაციის შექმნაში ეხმარებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოფიცერი რომან ოვექსიანი საქართველოს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებს განაგებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი ანტონ ნაცვლიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო განყოფილების უფროსი იყო.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში მოზრდილი აგარაკი ჰქონდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში შეფარებული ჰყავდათ პეტროგრადიდან გამოქცეული მაღალი წრის ოჯახი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრის ფრონტის სახალხო გვარდიის შტაბიდან მთავარ შტაბში დაბრუნება მოითხოვა. გენშტაბმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გენერალ არტემ ჯიჯიხიას გაგრაში მოახსენა, რომ პეტრე ზარნეკაუს ინფორმაცია სოხუმის აღების შესახებ ყალბი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრაფმა პეტრე ზარნეკაუმ გენერალ არტემ ჯიჯიხიას შეატყობინა, რომ თეთრგვარდიელები სოხუმზე შეტევას აპირებდნენ. ზარნეკაუს ინფორმაცია ყალბი იყო.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს ბარის მთავარანგელოზ გაბრიელისა და ჭიორის წმ. გიორგის ეკლესიების მღვდელი მელიტონ სიმონის ძე ლანდია გარდაიცვალა.

