რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ბარბალე ავალიანმა, დავით იესეს ძე ანჯაფარიძემ, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძემ, ვლადიმერ თომას ძე არჩაიამ, ალექსანდრე ადამიამ, ბაბილინა ბესარიონის ასულმა ახალაიამ, არონ ელოს ძე აჯიაშვილმა, დავით იაკობის ძე აჯიაშვილმა, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავამ და ივანე იოსების ძე ბოკუჩავამ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელo საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან ნიკოლოზ დავითაშვილს 100 მანეთით დაეხმარა, მარიამ გუთიკაშვილს – 30, ვალენტინა წილოსანს კი – 70 მანეთით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სასტიპენდიო ფონდიდან 30 მანეთით დაეხმარა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის მცხოვრებთა რაოდენობასთან შედარებით განყოფილების წევრების რიცხვი ძალიან ცოტა იყო. მისი აზრით, ბევრად მეტი წევრი უნდა ჰყოლოდა ყვირილის განყოფილებას.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის მსურველებს საწევრო თანხა პირდაპირ გამგეობის მოლარესთვის უნდა წარედგინათ, მას აღარ აგროვებდა საწევრო თანხის შემგროვებელი აგენტი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ვალერიან ვასილის ძე ძუბენკომ, კალისტრატე წულეისკირმა, მირონ ისიდორეს ძე წულეისკირმა, რომანოზ ჭაავამ, ანტონ ხორავამ, ილია ხუხუამ, ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიამ, ამბროსი ჭილაძემ, მელიტონ მიხეილის ძე ჭეიშვილმა, ლევან ჯაკობიამ და ვლადიმერ ანტონის ძე ჯიჯალავამ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ილარიონ როსტომის ძე შეყრილაძემ, ალექსანდრე იოსების ძე შურღაიამ, კონსტანტინე ალექსის ძე შენგელიამ, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩხეტიამ, იუსტინე ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ილიკო ალექსანდრეს ძე ჩხიკვაძემ, ია ჩაჩიბაიამ, კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაიამ, დომენტი ფილიპეს ძე ცაავამ და სიმონ სოლომონის ძე ცისიშვილმა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო დეკანოზი იაკინთე იოსების ძე გორგაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი ხუთიდან სამ სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხუთი სხდომიდან ორს დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ხუთივე სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იაკინთე იოსების ძე გორგაძე ხუთივე სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ხუთიდან ოთხ სხდომას ვერ დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წლიური გასავალი 712. 48 მანეთი ჰქონდა. აქედან საკანცელარიო და საფოსტო ხარჯი 30. 29 მანეთი იყო, დეპეშები, პანაშვიდები და სხვა მოულოდნელი ხარჯი – 7. 63, მაზრის სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთების საფასური – 212. 77, სკოლის ხარჯი – 385. 54, ჟურნალ „განათლების“ ღირებულება სამურზაყანოს სკოლისთვის – 17. 65, წლიური ანგარიშისა და მომავალი კრებისთვის მოსაწვევი ბარათების ხარჯი კი – 38. 65 მან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მეორე ნახევარში საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე გოგინავამ, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე გოლუბევმა, რომანოზ პეტრეს ძე დანელიამ და თეოფილე გიგოს ძე დოლიძემ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ბარბალე ავალიანი, დავით იესეს ძე ანჯაფარიძე, ვლადიმერ თომას ძე არჩაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე, ალექსანდრე ადამია, არონ ელოს ძე აჯიაშვილი, დავით იაკობის ძე აჯიაშვილი, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავა, პეტრე ბერულავა და ესტატე ეგნატეს ძე ბუსკაძე.