საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1979

ტიპი: გარდაცვალება

ბორის ჩხეიძე გარდაიცვალა 1979 წლის 22 აპრილს თბილისში.

1979

ტიპი: გარდაცვალება

არნო ონელი გარდაიცვალა 1979 წლის 23 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში.

1979

ტიპი: ღონისძიება

1979 წელს მიხეილ კვალიაშვილს ექიმებმა პოზნანიდან საქართველოში მგზავრობა აუკრძალეს.

1979

ტიპი: ღონისძიება

1979 წელს გივი გიორგის ძე ჟორდანიამ საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში ერთ-ერთ პოლონურ გაზეთს თავისი თარგმნილი ვაჟა-ფშაველას „გოგოთურ და აფშინა“ გადასცა დასაბეჭდად, მაგრამ ტექსტი 4 წლის შემდეგ, 1983 წელს, გამოქვეყნდა.

1979

ტიპი: თანამდებობა

1979 წელს გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1979

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1979 წელს ბიძინა ალექსანდრეს ძე კვერნაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1979

ტიპი: განათლება

1979 წელს რომანოზ ვასილის ძე ფერაძეს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს გამოქვეყნდა სოლომონ ხუციშვილის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევი „ქართული პუშკინიანა”.

1979

ტიპი: ავტორობა

1979 წელს გამოქვეყნდა გიორგი სამხარაძის პოეტური კრებული „სიახლოვე”.

1978

ტიპი: თანამდებობა

1978 წელს გამოსული ჟურნალ „საისტორიო მოამბის“ 37-38-ე ტომის რედაქტორი იყო ა. მანელაშვილი.

1978

ტიპი: ავტორობა

1978 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „მოთხრობები“.

1978

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1978 წელს ჯანსუღ ავდიდის ძე ჩარკვიანს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: გარდაცვალება

1977 წლის 1-ელ ივნისს კრაკოვში გიგა ტურაშვილი დაკრძალეს. დაკრძალვას მიხეილ კვალიაშვილიც დაესწრო.

1977

ტიპი: გარდაცვალება

ლავროსი კალანდაძე გარდაიცვალა 1977 წლის 1-ელ მაისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1977

ტიპი: ავტორობა

1977 წლის 26 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის შესახებ ვარშავაში წერილი გაუგზავნა.

1977

ტიპი: ავტორობა

1977 წლის 14 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, გიორგი ზაქარიაძისთვის ძმის, ვალერიან ზაქარიაძის, გარდაცვალების ამბავი შეეტყობინებინა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე ვარშავაში ცხოვრობდა.

1977

ტიპი: გარდაცვალება

1977 წლის იანვარში გიორგი ნოზაძემ მიხეილ კვალიაშვილს შეატყობინა, რომ პარიზში ალექსანდრე კინწურაშვილი და ვალერიან ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე გარდაიცვალნენ.

1977

ტიპი: ღონისძიება

1977 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში გააფრთხილეს, რომ საზღვარგარეთიდან წიგნების მიღება კი შეეძლო, მაგრამ დარიგება არა და, თუ ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ციმბირში მოუწევდა დაბრუნება.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს არკადი სხირტლაძის მეუღლე იანინა სხირტლაძე-კაჩინსკა პოლონეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: ორგანიზაცია

1977 წელს კალე ზოსიმეს ძე სალია საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო უცხოელი წევრი იყო.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს რევაზ ილიას ძე ლაღიძეს საქართველოს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.