საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89741

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 13 ნოემბერს ბუ­გე­უ­ლის­ (ქვე­და) ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ეკლესიის მღვდელი სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე გარდაიცვალა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 3 ნოემბერს გამართულ თბილისის რკინიგზის კვანძის სტახანოველთა პირველ შეკრებას ესწრებოდნენ: ჭიჭინაძე, ნალიაპინი, მამულაშვილი, ნეფარეიშვილი, კიკნაძე და შიმანსკი. ჩამოვიდნენ ბაქოსა და კიროვობადის დელეგაციები. შეკრება გახსნა დარსაძემ, სიტყვით გამოვიდა პავერმანი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 20 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ნინოს შვილის, დავით შარაშიძის ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1935

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1935 წლის 17 ოქტომბერს ი. სტალინი თბილისში დედის სანახავად ჩავიდა, მთელი დღე მასთან გაატარა, ღამით კი მოსკოვში გაემგზავრა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან წერილით შეატყობინა შვილის, დავით შარაშიძის ავადმყოფობის ამბავი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 6 ოქტომბერს ასტახოვმა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის რწმუნებულის შენობაში გამართა სადილი გერმანიის ელჩის პატივსაცემად. ელჩმა თბილისი დაათვალიერა და 8 ოქტომბერს ერევანს გაემგზავრა.

1935

ტიპი: ღონისძიება

12-დან 16 სექტემბრამდე ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებულმა ათასეულმა უაღრესად რთულ პირობებში, სრული აღჭურვილობით დალაშქრა ყაზბეგის მწვერვალი და მასზე აღმართა ამხ. სტალინის ბიუსტი. სრულიად საქართველოს ცაკ-მა და საქ. სსრ სახკომსაბჭომ დაადგინა: 1. გამოეცხადოს მადლობა ათასეულის მთელ შემადგენლობას 2. მწვერვალის დაძლევის ის მონაწილეები, რომელთაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი, დააჯილდოვეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სიგელითა და ფულადი პრემიით.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გერმანიის ელჩი სსრ კავშირში გრაფი ფონ-დერ შულენბურგი. 

1935

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1935 წლის 5 ოქტომბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის ელჩს სსრ კავშირში გრაფ ფონ-დერ შულენბურგს ახლდა მოსკოვში გერმანიის ატაშე ფონ ჰერვარტი. ელჩს დახვდნენ ასტახოვი და დინტსმანი.

1935

ტიპი: ნასამართლეობა

1935 წლის 31 აგვისტოს ნიკიტჩენკოს თავმჯდომარეობით სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დაიწყო თეთრგვარდიელების – ი. ვ. კობილკინის, ე. ლ. პერელადოვისა და ვ. ვ. ოლეინიკოვის – სასამართლო პროცესი. ისინი დივერსიული საქმიანობის ბრალდებით სსრკ-ის ტერიტორიაზე მანჯურიიდან შემოპარვისთვის დააკავეს.

1935

ტიპი: ღონისძიება

ხონის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს გაუგზავნეს დეპეშა, რომელშიც შუამდგომლობდნენ განათლების მინისტრის წინაშე მასწ. პოლიკარპე ბახტაძის გათავისუფლებას.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის აგვისტოში პოლიკარპე ბახტაძე პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 9 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მეტის რაიონში (საფრანგეთი) გარდაიცვალა სსრ კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლობის მრჩეველი საფრანგეთში, ამხანაგი დივილოვსკი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა ალექსანდრე შირვან-ზადე.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 3 აგვისტოს გოგი ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს აბასთუმნიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა და ჰკითხა, რა უთხრა ექიმმა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის აგვისტოში გარდაიცვალა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული კონტროლის კომისიის წევრი ტროფიმე კუბარი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 21-22 ივლისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე კომუნისტური პარტიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 21-22 ივლისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე კომუნისტური პარტიის ისტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 1-ელ ივლისს სსრკ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენლემა იაპონიაში იურენეკმა, სსრ კავშირის მთავრობის დავალებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ხიროტას იაპონიის მხრიდან საბჭოთა კავშირის საზღვრის დარღვევების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის პირველ ივლისს გაიხსნა ახალგაზრდა კომკავშირელ ქალთა სრულიად საკავშირო ყრილობა, რომელსაც საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი ანდრეევიც დაესწრო. ახალგაზრდა ქალთა შორის მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა ვასილევამ.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 25 ივნისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ დაეკმაყოფილებინა ყოფილი პოლიტკატორღელებისა და გადასახლებულთა საზოგადოების საბჭოს პლენუმის 23 ივნისის გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციასთან, მისი ქონების გადაცემასთან და საზოგადოების ყოფილი წევრებისათვის შემდგომი სახელმწიფო დახმარების ფორმათა საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით, რის გამოც შექმნა კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ი. აკულოვი (თავმჯდომარე), ნიკოლაი ივანეს ძე ეჟოვი, კოროჩკინი, ემელიან მიხეილის ძე იაროსლავსკი, იაკობ ქრისტეფორეს ძე პეტერსი, იოსებ ალექსის ძე ნაგოვიცინი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 23 ივნისს ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ამორალური ქმედებების გამო აბელ ენუქიძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 21-26 ივნისს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა კულტურის დაცვის მსოფლიო კონგრესში.