რეგისტრირებული ფაქტები81125
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის სექტემბერში ვალერიან შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მიიწვიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის სექტემბერში ვალერიან შალიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში რეჟისორად მუშაობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან მიტროფანე ბარკალაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან პლ. თალაკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან დ. ჭონიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ვლადიმერ გეგეჭკორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ი. ბოხუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ს. ღოღობერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ალექსანდრე მაღალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან კონსტანტინე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის სექტემბრიდან ვლადიმერ გეგეჭკორს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულ კომიტეტში საბუღალტრო საქმის წარმოება ევალებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა ანეტა ყიფშიძემ დედანთან შეადარა საადგილმამულო კომისიის მიერ თბილისის ხაზინაში გაგზავნილი განცხადების ასლი. განცხადება ეხებოდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დავალიანების დაფარვას, რომელიც თავის თავზე აიღო საადგილმამულო კომისიამ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს აღუძრავს შუამდგომლობა სახაზინო პალატის წინაშე. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის ბაჟდასადები სამრეწველო სიიდან ამოღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თავად-აზნაურთა წიმანძღოლმა იშუამდგომლა სახაზინო პალატის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დაბეგვრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ იმ წლის დასაწყისიდან წისქვილი უმოქმედოდ იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყოფშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე − გიორგი ყაზბეგი, მდივანი − გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ხაზინაში შეიტანა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის წისქვილის წინა წლებისა და იმ წლის სახაზინო დავალიანება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 აგვისტოს გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: კირილე ივანეს ძე ჩიხლაძე, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი, პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ანტონის ძე მელია და ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს განათლების საზოგადოების გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანა (ოლღა) სოლოღაშვილისთვის ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ მეანდერძე ეკატერინე ორჯონიკიძის მაგივრად მოაწერა მის ანდერძზე ხელი. ოქროპირიძე აღმოჩნდა ერთდროულად ანდერძის გადამწერიც და მეანდერძის მაგივრად ანდერძზე ხელის მომწერიც, რაც კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის თანახმად დაუშვებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე მალხაზის ასულმა ორჯონიკიძემ დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს სთხოვა თავისი ანდერძის შედგენა.