საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 იანვარს მთავარმართებელმა გოლიცინმა სასახლეში მეჯლისი გამართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 დეკემბერს სამხედრო საისტორიო მუზეუმში მხატვარ გიგო გაბაშვილის სურათების გამოფენა გაიხსნა.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს პოლკოვნიკი ზენტარსკი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის მაისში კორნელი პეტრეს ძე ბზიავამ მიხეილ კვალიაშვილის ძმისშვილს თბილისში კვალიაშვილისთვის პოზნანში წასაღები წერილი გამოართვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ექიმი მიხეილ გედევანიშვილი თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ნერვულ ავადმყოფთა კონსულტანტად დაინიშნა.

1960

ტიპი: თანამდებობა

1960 წელს ისტორიკოსი გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1984

ტიპი: თანამდებობა

1984-1994 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი იყო.

1971

ტიპი: თანამდებობა

1971-1984 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე მოსკოვის კ. სტანისლავსკის სახელობის მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერი იყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ 5 კვლევიდან ერთი – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათა მეტყველება“ – აკლდა და გაგზავნა სთხოვა. მას ვ. ნოზაძის ნაშრომების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სურდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს გრიგოლ ტურაშვილი ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა.

1970

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი იასონის ძე ოდიშელიძე 1970 წლის მაისში პარიზში გარდაიცვალა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მაზრის ქსენონის უფროსს, კაკაბაძეს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, თიანეთის მაზრის საპოლიციო სამმართველოს თარჯიმან ოზიაშვილს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიანიჭეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გორის სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი აბაზაძე იმავე სამმართველოს საქმისმწარმოებლად დანიშნეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ბარბარე თავბერიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 15 მანეთი და 25 კაპიკი შეუგროვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ვლადიმერ სუმბათაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საქმის განხილვა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკი ვლადიმერ სუმბათაშვილის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, კ. პლიუშჩევსკი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 6 თებერვალს არღუთინსკი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 6 თებერვალს წილოსანი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების ხაზინადრის მოადგილედ აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 თებერვლის „დროებაში“ ა. გოგოლეთელის სტატია „ლიტერატურული ფონდი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 თებერვალს ქურდებმა ია ელიოზიშვილის დუქანი გატეხეს და ბეწვეული წაიღეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვ. ვ. სმიტენი თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ვ. ვ. სმიტენს იუსტიციის მინისტრმა თბილისის, სიღნაღის, თელავის, სურამისა და კოდალოს სასამართლოების განყოფილებათა რევიზია დაავალა.