რეგისტრირებული ფაქტები88094
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვერა შენგელია, ბაბილინა შენგელია, ნინა ჭანჭალეიშვილი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ნინა ორჯონიკიძისა, მელიტონ კუხალეიშვილი, ვარლამ ვაშაკიძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს, გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ექვთიმე ლეჟავა, კუკუა ღოღაბერიძე, ნინო ქუთათელაძე და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ: ალექსანდრე წივწივაძე, ოლია, საშა, ელპიდა აბზიანები და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის იანვარს ჟურნალ „თეატრში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა მხატვარ ალექსანდრე ბერიძის მიერ შექმნილი ქართველი პოეტებისა და მწერლების პორტრეტები, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვლის გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი, მიმართული გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიას ფელეტონების წინააღმდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის პირველი მარტის გაზეთ „თეატრში“ დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასასრული დაიბეჭდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად კოჩხოევმა 3 მანეთი შესწირა, ალექსანდრე გეგელიამ — 3 მანეთი, ილია ჯოხაძემ კი — 5 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად პართენ სულთანიშვილმა 3 მანეთი შესწირა, დავით ჭანტურიამ — 3 მანეთი, არსენა გოგლიძემ კი — 2 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად პეტრე ტარასოვმა 2 მანეთი შესწირა, დავით ფურცელაძემ — 2 მანეთი, გიგო გძელოვმა კი — 1 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად იოსებ სებისკვერაძემ 50 კაპიკი შესწირა, მელიტონ შავდიამ — 1 მანეთი და 50 კაპიკი, იაგორ მიკირტუმოვმა კი — 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილისგან მიიღო წერილი, რომლითაც ის სთხოვდა დახმარებოდა ვინმე გურასპაშვილს, რომ სახელმწიფო ხარჯით მიეღოთ სასწავლებელში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილს საპასუხო წერილით შეატყობინა, რომ შეეძლოთ გურასპაშვილი სახელმწიფო ხარჯით თბილისის სამეურნეო სკოლაში მიეღოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეთანხმება გააფორმა იაგორ გურგენიძესთან საგურამო-წიწამურის მამულების გაყოფაზე და მისი დამტკიცების თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლო პალატას მიმართა.

