საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81293

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ოლქის ბრალმდებლის მოადგილე ჩერნიკი ამავე სასამართლოს წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მამონტოვი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სერგეენკო ქუთაისის გუბერნიის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვისოცკი სახელმწიფო ბანკის ბათუმის განყოფილების მმართველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ს. ს. თოფურია ქუთაისის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბელიაევი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მამონტოვი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სერგეენკო ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვისოცკი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ს. ს. თოფურია ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბელიაევი ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ნოემბერს ზუგდიდში ადგილობრივმა ბოქაულმა ციმბირიდან გამოქცეული ავაზაკი, ტოჩი შელია შეიპყრო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ტოჩი შელია 7-8 წლის განმავლობაში ციმბირიდან გამოქცეული იყო. იგი ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში იმალებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფუცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვს ვაჭრების სათხოვარი გადასცეს. მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მოქალაქეთა გამგეობაში პასპორტების ასაღებად 20-30 მანეთის გადახდა უწევდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი იტალიური ოპერის პრემიერის, ი. მარიოსა და კლასიკური ცეკვების შემსრულებლის, მარია დორახის მონაწილეობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. მარიო იყო საოპერო მომღერალი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მარია დორახი იყო მოცეკვავე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა შემდეგი პროგრამით: არგონავტების ჰიმნი, შესავალი სიტყვა, სერგეი გოროდეცკის „არგონავტების ჩამოსვლა“, მუსიკის ავტორი – სანდრო კორონა, პეტერ ალტენბერგის „ტელეფონთან“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა შემდეგი პროგრამით: „არგონავტების ნავის“ ინტერმედია – „ჭრიჭინები“, მუსიკა ნ. რიმსკი-კორსაკოვისა, ტექსტი ალექსეი ტოლსტოისა. სერგეი რახმანინოვი – ნაწყვეტი ალფრედ დე მიუსეს ნაწარმოებიდან, ნეაპოლური სიმღერები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა შემდეგი პროგრამით: ალექსანდრე ბოროდინის კვარტეტი – 4 კავალერის სერენადა, ქორეოგრაფიული სცენა – მარკიტანკა და ჯარისკაცი, „ჩინელის სიმღერები“, საშა ჩორნი – მუსიკალური შარჟი, არგონავტების ჰიმნი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო მ. ს. მიხაილოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა. ორკესტრს ხელმძღვანელობდა თ. ს. კაცი, მონაწილეობდნენ ბ. ა. გესი და ნ. ს. ბენდიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა, რომლის დამდგმელი მხატვარი იყო კირილე ზდანევიჩი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგეი გოროდეცკის დაუწერია თხზულება „არგონავტების ჩამოსვლა“.