საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ტობოლსკის კომისარი იუწყებოდა, რომ ქალაქში აუტანელი მდგომარეობა იყო. რომანოვების იმჟამინდელ სახლთან მიმდინარეობდა მანიფესტაციები, იყო საერთო სახალხო პარაკლისი, სადაც ხალხი დაჩოქილი ლოცულობდა და ძველ ჰიმნს მღეროდა, მახლობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოდიოდა. კომისრის ცნობით, რომანოვების ბინის მცველები საიმედონი არ იყვნენ და მოუწოდებდა მთავრობას დაუყოვნებლივ გადაიყვანა ისინი ნაკლებად დასახლებულ ადგილას.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ნ. დ. ავქსენტევი ს. რ. ფრაქციიდან გამოდის, რომ შეინარჩუნოს თავისუფალი მოქმედება და იმყოფებოდეს დამოუკიდებელ ფრაქციაში. მისი ადგილი გადაეცა გოცს, მას შემდეგ რაც ავქსენტევი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 რედაქტორ კატო მიქელაძის ცნობით, გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა ორშაბათობით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) აღმასრულებელი ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, შეიკრიბონ ყოველ კვირა საღამოს 6 საათზე ქალაქის სამკითხველოში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში ერობას შემოიღებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ქალაქის თვითმმართველობას წინადადება მისცა, რომ დ. ქებაძის საპნის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა წითელ ხიდთან, გადაეტანათ ქალაქგარეთ.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 16 ოქტომბერს ქვემო კრიხის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იაკობ გრიგოლის ძე სხირტლაძე გარდაიცვალა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის წლის 15 ოქტომბერს იოსებ გრიშაშვილს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო კლუბში (ლორის-მელიქოვის ქ. N1, ძველი სემინარიის შენობაში) უნდა წაეკითხა მოხსენება „საიათნოვა, როგორც ერეკლე მეფის მგოსანი“. ლექციის შემოსავალი მოხმარდებოდა პარტიას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებული აკაკი შანიძის წერილის მიხედვით, იანვრიდან თბილისში ორი უნივერსიტეტი უნდა შექმნილიყო: ერთი – რუსული, მთავრობის, მეორე – ქართული, კერძო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი შანიძემ აღნიშნა, რომ პეტროგრადიდან ჯერ არ იყო ჩამოსული დროებითი მთავრობის მიერ თითქოს დამტკიცებული ქართული უნივერსიტეტის ძირითადი დებულება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა აკაკი შანიძის წერილი „ორი უნივერსიტეტი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებული აკაკი შანიძის წერილის მიხედვით, პეტროგრადიდან იტყობინებოდნენ, რომ იანვრიდან თბილისში რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი რუსების და რუსულად მოაზროვნე სომხების, ქართველების, ოსებისა და სხვ. სასწავლო ადგილი იქნებოდა, ხოლო მეორე – ქართველების და ქართულად მოსაუბრეების ცოდნის წყარო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახური, რუსული მეცნიერების სანერგე და კულტურის დარაჯი ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე – ქართველთა ეროვნული ტკივილის დამაიმედებელი, კულტურის დაცვის, შენახვისა და განვითარების ფარ-ხმალი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსებოდა, ერთს, რუსულს, შეინახავდა ხაზინა და ქონებრივად უზრუნველყოფილი იქნებოდა, ხოლო მეორეს, ქართულ უნივერსიტეტს – კერძო პირები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე დაბრუნდა ფოთიდან, სადაც იმყოფებოდა სამწყსოსთან გამოსათხოვებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე და მდივანი ალექსანდრე ხახანაშვილი პროვინციაში გაემგზავრნენ საარჩევნო საქმის საწარმოებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საცხოვრებლად აირჩია დარიის მონასტერი ავლაბარში, სადაც დასახლდა და მთხოვნელებს იღებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ადელხანოვის ქარხნიდან დაუმუშავებელი ტყავის უქონლობის გამო 400-მდე მუშა დაითხოვეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „ერის უფლება და საქართველოს საკითხი“ გაგრძელება (დასაწყ. „სახალხო საქმე“ N73).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ნაციონალურ-დემოკრატების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 18 კაცი, მათ შორის პირველებად – გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, სპირიდონ კეიდია, შალვა ქარუმიძე, იოსებ მაჭავარიანი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, კადეტების პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა 32 კაცი, მათ შორის პირველებად – ფ. ფ. კოკოშკინი, მ. ს. აჯემოვი, ვ. ა. ხარლამოვი, მ. ფ. პოდშიბიაკინი.

1917

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ნაძალადევის თეატრში არსებულ სახალხო უნივერსიტეტის ქართულ განყოფილებაში მწერლისა და პუბლიცისტის ილია ნაკაშიძის მორიგი ლექცია „დასავლეთ ევროპის ხალხთა ცხოვრება და მწერლობა“ იგეგმებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „12 ოქტომბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ქალთა მოძრაობაზე, ქალების ჩართულობაზე და ამბობს, რომ პოეტი და ბელეტრისტი ქალებისგან არ მიუღია კალმით დახმარება, გარდა საფო მგელაძისა და მარიამ გარიყულისა.