რეგისტრირებული ფაქტები81314
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სახელით აბედათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა: სევერიან ბახტაძემ, იონა ანჯაფარიძემ და მალაქია კიკალიშვილმა მთავარ გამგეობას 1915 წელს გაუგზავნეს წერილობითი თხოვნა, რომ თანამედროვე წიგნებით მოემარაგებინათ აბედათის ბიბლიოთეკა
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ 1915 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები აბედათის სამკითხველოს შესახებ, რომელშიც ეწერა თუ რა სახის წიგნები იყო ბიბლიოთეკაში, რამდენი მკითხველი სტუმრობდა მათ, რა საქმიანობის იყო თითოეული მათგანი, რამდენჯერ შემოსულა ჟურნალ-გაზეთების მკითხველი და ასევე რამდენჯერ გაუტანიათ წიგნები ბიბლიოთეკიდან. ეს ცნობები მთავარმა გამგეობამ მიიღო 1916 წლის 16 მარტს. ანგარიშს ხელს აწერდნენ: სევარიან ბახტაძე, იონა ანჯაფარიძე და მალაქია კიკალიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუკრიანის სკოლის მასწავლებლების – ელენე დიმიტრის ასულ ახმეტელაშვილისა და თამარ ლევანის ასულ ხელაშვილის – წლიური ანაზღაურება შეადგენდა 600-600 მანეთს.
1915
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნოსირის ბიბლიოთეკა დაარსდა 1915 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილარიონ გულუა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნაქალაქევის ბიბლიოთეკის სამზუნველოს წევრებმა: ნესტორ გაგუამ, ლუკა შალამბერიძემ და ივანე ფარცვანიამ სენაკის გამგეობას მისწერეს, რომ ნესტორ გაგუამ გარკვეული დროით უფასოდ დაუთმო ბიბლიოთეკას ერთი ოთახი და საჭიროებდნენ საკანცელარიო ნივთებითა და ჟურნალ-გაზეთებით დახმარებას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წელს ზესტაფონის განყოფილებაში 31 ნამდვილი წევრი ირიცხებოდა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის სხდომებიდან მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე დაესწრნენ 10-ს, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე და თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი – 2-ს, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 4 სხდომას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობამ გამართა 102 სხდომა და განიხილა 18 საქმე. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნაქალაქევის ბიბლიოთეკის სამზუნველოს წევრები იყვნენ: ნესტორ გაგუა, ლუკა შალამბერიძე და ივანე ფარცვანია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი ნაქალაქევის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში. ანგარიში შეადგინეს ნესტორ გაგუამ, ლუკა შალამბერიძემ და ივანე ფარცვანიამ.
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სეფიეთის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში, რომელიც შეადგინა: ანტონ ბოკუჩავამ, მიხეილ თოფურიძემ, ევგენი რურუამ და ალექსანდრე თოფურიძემ. ეს ანგარიში მთავარ გამგეობაში 1916 წლის 19 მარტს მიიღეს.
1915
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სეფიეთის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები: მიხეილ ერასტის ძე თოფურიძე, ანტონ ბოკუჩავა, ევგენი რურუა და ალექსანდრე თოფურიძე მთავარ გამგეობას წერილობით აცნობებენ, რომ 1915 წლიდან ბიბლიოთეკას აქვს საკუთარი სადგომი და საჭიროებს წიგნებით დახმარებას.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებმა: ბესარიონ ნადარეიშვილმა, ბართლომე ნადარეიშვილმა, ანდრო ნადარეიშვილმა და ვლადიმერ ჩიხლაძემ მთავარ გამგეობას წერილობით აცნობეს, რომ ონტოფოს ბიბლიოთეკა ძალზედ ღარიბი იყო და არ მოეპოვებოდათ წიგნები, ამიტომ საჭიროებდნენ შესაბამის დახმარებას.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ბართლომე ნადარეიშვილი, ვლადიმერ ჩიხლაძე, ანდრო ნადარეიშვილი, და გვრიტო ჭანტურაია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები ონტოფოს ბიბლიოთეკის შესახებ და ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ანგარიშს ხელს აწერენ სამზრუნველოს წევრები – ბესარიონ ნადარეიშვილი, ბართლომე ნადარეიშვილი, ანდრო ნადარეიშვილი და ვლადიმერ ჩიხლაძე. მთავარმა გამგეობამ ანგარიში 1916 წლის 2 მარტს მიიღო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის მასწავლებლები იყვნენ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მაჭავარიანი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ასწავლიდნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს რევაზ გედევანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.