საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89744

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ლევან ჯანდიერის წერილი ბანკში შესატანი თანხისა და ვექსილის შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 16 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ნიაბი“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნ ალ. ხატისოვის ღაღადი“ გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ივლისის მეორე ნახევარში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში უმასპინძლა პარიზის უნივერსიტეტის პროფესორს, მოგზაურსა და მკვლევარ ჟაკ ბერტილიონს, რომაელ პროფესორ ბოსკოს, მწერლებს: ვასილი ველიჩკოს და არტურ ლაისტს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის ოქტომბრის დასაწყისში ილუსტრირებულ მხატვრულ-ლიტერატურულ კრებულში „კავკაზსკაია ჟიზნ“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ვიხილე სატრფო...“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 17 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სააღებმიცემო კომპანია „შუამავლისგან“ სურათი შეიძინა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ნოე ჟორდანიას მოხსენებაში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა იყო განხილული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია „კოშმარული მოგზაურობა“ კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის, ბუტკევიჩის ჩამოსვლის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიის” მიხედვით, გაქურდეს თბილისის რკინიგზის უფროსის თანაშემწე ცაგარელი, რომლის სახლიდანაც წაიღეს 306 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქრო ნივთები, ერთი თამასუქი 140 მანეთისა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 10 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა 4-მოქმედებიანი ოპერის „დუბროვსკი“ პრემიერა. მუსიკის ავტორი იყო ადუარდ ნაპრავნიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი მარკოზის სახარების დასაწყისი მხატვრობითა და წარწერით იყო გაფორმებული.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „ნავთლუღში“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 მაისს რომანოზ ფანცხავამ ხომლელის ფსევდონიმით გაზეთ „კვალში“ განაგრძო ვრცელი წერილის „ჩვენი ლიტერატურის მდგომარეობა“ ბეჭდვა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ და დავით კარიჭაშვილმა წერილობით მადლობა გამოუცხადეს პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს იმისათვის, რომ საგანგებოდ გამართულ კურსებზე სამრევლო სკოლების მასწავლებლებს სამაგალითო გაკვეთილები ჩაუტარა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პედაგოგ თომა მთავრიშვილის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ცენტრალური დეპოს დაარსების შესახებ გამოქვეყნებულ წერილებზე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის მაისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ დაწერა სამი ახალი სატირული გამოცანა („რად გვინდა, ვინ ხარ...“, „ჩემი აწ ესე ნათქვამი...“ და „კალამი რამ უშოვნია...“) დავით კეზელზე, გიორგი თუმანიშვილსა და გიორგი წერეთელზე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი პედაგოგი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ივანე ზურაბიშვილის მიერ რუსულად თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „გლახის ნაამბობი“ ნაწყვეტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსმა მხატვარმა ალექსი ეისნერმა ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დახატა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ალექსანდრე იაგორის ძე გრეკოვი ძარცვისთვის იყო დაპატიმრებული.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეკატერინე გაბაშვილი. მან კრიტიკულად შეაფასა ილია ჭავჭავაძისთვის სახელის გასატეხად ბანკში ჩამოყალიბებული ოპოზიციის საქმიანობა და თანადგომა გამოხატა ილიას მიმართ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე ივანე მაჩაბელმა და ოპოზიციამ გრიგოლ არწრუნის სახლის და ქარვასლის გაყიდვა მოითხოვეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 თებერვალს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ნაწყვეტი.