რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის წიგნებს ბევრი ნაკლი ჰქონდა. მის სახელმძღვანელოში რუსული ენის გამოყენება დაუშვებელი იყო. ამასთანავე „დედა ენის“ წიგნში თითქმის მესამედი ნაწილი საღვთო სჯულის მასალას ეკავა, რაც ასევე, არასასიამოვნო ფაქტი იყო. პროკოფი ჯაფარიძის აზრით, სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად კარგი იქნებოდა და გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემადაც ჩაითვლებოდა თუ ყოველწლიურად პედაგოგიური მოთხოვნების მიხედვით საჭირო ცვლილებებს შეიტანდნენ სახელმძღვანელოში, რაც სასკოლო სექციისთვის უნდა დაევალებინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ იოსებ მერკვილაძემ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო მისი სახელმძღვანელოების ბეჭდვა ციხის სტამბაში, რისი არც ზნეობრივი უფლება ჰქონდა, არც იურიდიული. საზოგადოების გადაწყვეტილებით, თუ მას ამ საქმესთან დაკავშირებით რამე თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, გამგეობისთვის უნდა წარედგინა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელიც თავმჯდომარემ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა დილის თერთმეტ საათსა და ორმოც წუთზე. კრებას დაესწრო 122 ნამდვილი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907, 1908, 1909, 1910 წლებში საწევრო გადასახადი თითო წევრზე 1 მანეთსა 75 კაპიკს შეადგენდა. ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას შეემატა 1175 წევრი და ფულის შეუტანლობის გამო 2365 კაცი გარიცხეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოებრივ დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ავლაბრის სახალხო სახლში ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი პიესა „მათიკო“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლით კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა საეკლესიო საგალობელთა კრებულის გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტიდან კონსტანტინე ფოცხვერაშვილის შემოსავალი 800 მანეთი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „უმუშევარნი“ სოფიო ანკარას, გოგი ფრონისპირელის, ალექსი მეტრეველისა და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრემ ვანო ბარველის რეჟისორობით ერთმოქმედებიანი დრამა „მაღაროს უფროსი მუშა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა სექციამ შალვა დადიანის რეჟისორობით სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ჰაუპტმანის ორმოქმედებიანი პიესა „ჰანელე“ წარმოადგინა.