რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერაგულად მოკლეს დათვია ლიქოკელთან სტუმრად ასული კახელი ყაჩაღი ლევან სულხანიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქუთაისის საბჭომ ქალაქისთავ დავით არჩლის ძე ლორთქიფანიძეს დაავალა, პეტერბურგში გამგზავრებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე გამავალი რკინიგზის ქუთაისამდე გაგრძელების საკითხის მოსაგვარებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა, მიქაელ არამიანცმა, თამარ დავითის ასულმა გრუზინსკისამ, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისამ, ე. ი. მანთაშევმა და პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა.
1943
ტიპი: ნასამართლეობა
1943 წელს ინჟინერი ანდრო თოფაძე მოსახლეობაში სააგიტაციო პროპაგანდისტული საქმიანობისთვის ცეკის პოლიტიკური სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ნებიერიძე შტრაიკბრეხერების წინააღმდეგ გაფიცვებში აქტიურად მონაწილეობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისამ, ივანე დიმიტრის ძე რატიშვილმა, ფიშერმა, ივანე იაგორის ძე ფითოევმა, ე. ვ. ჩემესოვმა, ივანე ნიკოლაის ძე სვეჩინმა,მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანისამ, ვ. მ. თამამშევმა, ქრისტოფერ გ. ხაჩატუროვმა და ივანე სტეფანეს ძე ბეზირგანოვმა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს ქუთაისის სასამართლომ განიხილა პავლე ახალაიას საქმე და 8 თვით გამოსასწორებელ რაზმში გაამწესა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 4 აპრილს დუშეთში საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოზე გამოტანილი განაჩენით ალექსი გიორგის ძე არაბულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი ჩეკას მიერ პროვოცირებულ ჩხუბში ჩაითრიეს და ხანჯლით მძიმე ჭრილობები მიაყენეს.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული გადუა ჭინჭარაული ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმძიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული მინდია მგელას ძე ლიქოკელი კარატის ჯვრის მთავარი ხუცესი იყო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს სტეფანე ზაქრაძემ ილია ნებიერიძეს რკინიგზის მთავარი სახელოსნოს მჭედელის, კრავჩენკოს მოკვლა დაავალა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულ ადადა ბაბუას ძე ლიქოკელს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წელს სოფ. ბარისახოში ჩასული გრიგოლ ორჯონიკიძე ადგილობრივმა კომისარმა, აპარეკა არაბულმა დააპატიმრა, როგორც პოლიტიკური მტერი და სამხედრო დამნაშავე, და ცენტრალურ ხელისუფლებას ჩააბარა თბილისში.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1908 წელს, პეტრე ფთაძის მოკვლის შემდეგ, ილია ნებიერიძემ სანდრო ჯავახიშვილს მიაგნო და მსუბუქად დაჭრა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს მჭედელ კრავჩენკოს მოსაკლავად ილია ნებიერიძეს მცველად გაჰყვა ტალახაძე. ნებიერიძეს რევოლვერმა უმტყუნა და კრავჩენკო ვერ მოკლა.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 24 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა ქართლ-კახეთ-იმერეთის სასინოდო კანტორის მოხელედ ნამყოფი გიორგი ალექსანდრეს ძე პრიგოროვსკის საქმის განხილვა. მას ბრალად ედებოდა 13 ყალბი მეტრიკული მოწმობის შედგენა. საქმის გამო სასამართლოში 44 მოწმე დაიბარეს.

