რეგისტრირებული ფაქტები89240
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ერთმა ჯაშუშმა გლეხმა გიორგი ამილახვარი გააფრთხილა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. ილია ნებიერიძისა და მისი მეგობრების მცდელობა ამილახვარი მოეკლათ, უშედეგოდ დასრულდა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილია ნებიერიძე პარტიულ დავალებებს 1917 წლამდე ასრულებდა, სანამ სმენა არ დაკარგა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს სახელმწიფოებრივი წესრიგის სრულყოფის შესახებ. ეს დოკუმენტი წერტილს უსვამდა მონარქიას.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული აპარეკა გიორგის ძე არაბული სასჯელის მოხდის შემდეგ შინ არ დაბრუნებულა.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936 წელს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული 52 წლის გიორგი ახალას ძე ლიქოკელი ცნობილი ოქრომჭედელი იყო.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელის დაპატიმრების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა მისი ოჯახიდან 20-მდე დასახელების იარაღ-საჭურველი და ძვირადღირებული ვერცხლის ნივთები წაიღეს.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 30 სექტემბერს თბილისის სასამართლოში დაინიშნა სიღნაღის მცხოვრებ მიხეილ რომანოზის ძე ყაზაროვის საქმე. მას ბრალად ედებოდა ყალბი თამასუქების შედგენა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული როსტომ შეთეკაური ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის მაისში თამარ დავითის ასულ გრუზინსკის მიერ ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობის შედეგად მოგროვდა 2558 მან. 65 კაპ.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 12 იანვარს დაკითხვაზე ზვიად ლიქოკელმა თქვა, რომ ღერენა ლიქოკელი კონტრრევოლუციურ აგიტაციას ეწეოდა მოსახლეობაში.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული ალექსი გიორგის ძე არაბული სასჯელის მოხდის შემდეგ შინ არ დაბრუნებულა.
1931
ტიპი: ნასამართლეობა
1931 წელს ხევსურეთის საავტომობილო გზისა და კულტურულ ადმინისტრაციულ შენობათა მშენებლობის ხელმძღვანელს, ანდრო თოფაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 სექტემბერს თბილისში გაიმართა კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ კავკასის საექიმო საზოგადოების თავმჯდომარე. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: თავმჯდომარის მოადგილე სტეფანე იოსების ძე ანანოვი, კავკასიაში საექიმო ნაწილის გამგე ფენომენოვი, ექიმები: მიხეილ ვიქტორის ძე ლუნკევიჩი, რუდენკო, ნ. ა. სახაროვი და ლარიონოვი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს სტეფანე ზაქრაძის თანხმობით ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე მივიდნენ გიორგი თათუზოვის სახლში, სადაც დახვდნენ თბილისის საკონდიტროების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საკონდიტროს მფლობელ ალიხანოვის მოკვლა გადაწყდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 23 სექტემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ მდივნად ივანე იოსების ძე ჯაფარიძე აირჩია.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის 4 აგვისტოს გაზეთ "Русское слово"-ს ცნობით, ალიხანოვის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ნოე თევზაძესა და 20 წლის ნიკოლეიშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 4 აპრილს დუშეთში საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოზე გამოტანილი განაჩენით აპარეკა გიორგის ძე არაბულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 4 აპრილს დუშეთში საქართველოს სსრ უზენაეს სასამართლოზე გამოტანილი განაჩენით დათვია მგელიკას ძე ლიქოკელს მიუსაჯეს დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული გაგა ჭინჭარაული ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული ბეწინა არაბული ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებული იმედა წიკლაური ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გაათავისუფლეს.

