საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ ბეჭდავდა ქართულ, სომხურ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე გორის ეპისკოპოსი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძეს სასულიერო ცხოვრებაში ალექსანდრე ეპისკოპოსი ერქვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე შიომღვიმის მონასტრის განახლებას ხელმძღვანელობდა. იგი ამ საკითხზე უმაღლეს სინოდთან მოსალაპარაკებლად წავიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოსმა ალექსი დავითის ძე ოქროპირიძემ შიომღვიმის მონასტრის განახლებისა და იქ შტატის გასახსნელად მთავარ ხაზინაში 20 000 მანეთი შეიტანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კეპინოვი რუსთაველის (გოლოვინის) გამზირზე მუხრანბატონის სახლში საგაზეთო სააგენტოს ხსნიდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან დრამას „შეშლილიას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ორმოქმედებიან კომედიას „ბაიყუშს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, თამაროვისა, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 დეკემბერს პიესა „ჟან ბოდრი“-ში მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძემ, კოტე სიმონის ძე მესხმა და კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა მთავარი როლები შეასრულეს. საზოგადოება მათი შთამბეჭდავი შესრულებით მოიხიბლა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნ. ი. ფრენკელის განცხადება, რომ სტამბა „კავკასიის მიმოხილვისა“ ბეჭდავდა დროებით გამოცემებს, წიგნებს, სიებს, ანგარიშის ფურცლებს, სავიზიტო ბარათებს, განცხადებებს, აფიშებს, იარლიყებს. ის ყველანაირ ბეჭდურ საქმეს ასრულებდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეპისკოპოსი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე დროებით ეგზარქოსის მოვალეობას ასრულებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი ოთხმოქმედებიანი კომედიის „ჟან-ბოდრის“ თარგმანის ავტორი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 სექტემბერს კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და დროებით ეგზარქოსის შემცვლელი ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე თბილისის ვაჟთა პროგიმნაზიის აქტს დაესწრნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო ქუთაისში კონცერტს გამართავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო გორში კონცერტს გამართავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებული ხორო თბილისში მეორე კონცერტს გამართავდა. ხოროს წევრები ჩაიცმევდნენ ძველ ქართულ სამოსს ქულაჯს, რომელიც სპეციალურად შეაკერინეს და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 დეკემბერს არწუნისეულ თეატრში ოთხმოქმედებიან კომედიას „ჟან-ბოდრის“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე, მ. ლეონიძისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი, კოტე სიმონის ძე მესხი და ეფემია სიმონის ასული მესხი ქუთაისიდან ჩამოდიოდნენ და თბილისში წარმოდგენებს გამართავდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი სოფელში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 დეკემბერს ეგზარქოსი პავლე ვასილის ძე ლებედევი უმაღლესი სინოდის განკარგულებით პეტერბურგში გაემგზავრა და დროებით შემცვლელად ეპისკოპოსი ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე დატოვა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ი. ფრენკელი თბილისში სასახლის ქუჩაზე სტამბას სახელად „კავკასიის მიმოხილვას“ ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ინჟინერმა კონრადიმ ბელგიაში შეკვეთილი წყლის მილები გამოაგზავნა და ბათუმიდან თბილისში მალე ჩამოვიდოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ლუკას ძე ბახტაძის ავტორობით მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის ზღაპრის „დაიკარგა სინდისის“ დასასრული გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილის ფსევდონიმი ბაჩანა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილის ფელეტონი „რაფიელ ერისთავს“ გამოქვეყნდა.