რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივლისს დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილმა მაჰმადიანი პოპიაშვილი ქრისტიანად მონათლა და სიმეონი დაარქვა. ნათლობას უამრავი ადამიანი დაესწრო, ნათლობის შემდეგ პოპიაშვილს ხალხი სიხარულისაგან გარს ეხვეოდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა დანდუროვი მდიდარი ვაჭარი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს არქეოლოგიური ნაშთი ხანჯლის მსგავსი დანა, რომელიც თბილისის მაზრის სოფელ ნინოწმინდის ე. წ. „დედაბრიაანთ ხევში“ აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისტორიკოს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს სოფელ მლეთიდან გამოუგზავნეს ფარის და ხმლის ტარის მსგავსი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც მთიულეთის ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მახლობლად აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისურაძემ ზაქათალის მაზრის სოფელ ალიბეგოში არყის საწარმო „ზავოდი“ დააარსა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სოფ. ნინოწმინდასა და მთიულეთში აღმოჩენილი სპილენძის დანა, ფარი და ხმლის მსგავსი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს გადასცა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ყორღანოვის, ტერ-მიკირტიჩიანისა და ტერ-შმოვანოვის საქმეს მეორედ განიხილავდნენ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 4 სექტემბერს ახალქალაქში წყალობა დანდუროვი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და 9 ოქტომბერს ცოფით გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 ნოემბერს არწუნისეულ თეატრში გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, ტარიელოვისა, კოტე დიმიტრის ძე ყიფიანი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის მეუღლე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი ნათესავებსა და ნაცნობებს ნინო ლევანის ასული ბაგრატიონის გარდაცვალებას აუწყებდნენ.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ლევანის ასული ბაგრატიონისა და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილი კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელ-მისიონერი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ედიშერ ჭიაურელი თბილისში საწვრილმანო დუქანს ფლობდა.