რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი 5 თვე მსახურობდა ჭოროხის ლაზარეთში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ პოლიევქტოს ირეთელის (პოლიევქტოს კალანდაძის) 5-მოქმედებიანი დრამა „დამარცხებულნი“.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი ერთი წელი წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მარტს ავლაბრის ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მარტს ხაშურის საკრებულოს დარბაზში წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის ისტორიული დრამა „სამშობლო“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ ჟივიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გიორგის ძე თოფურიძე ოსმალებთან ბრძოლაში მოკლეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დრამატურგი სიო ჭანტურიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

