საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81459

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში ვალერიან შალიკაშვილის რეჟსორობით წარმოადგინეს კონსტანტინე დავითის ძე ერისთავის „ბრმა“ და აკაკი წერეთლის „სიყვარული“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ვისაც ნორჩ გულში მოახვედრეს ბასრი ისარი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „სოფელმა რაღა დააშავა?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „საქმიანობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის წერილი „ქართველი ქალი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მელიტონ გიორგის ძე გობეჩიას წერილი „სიმართლის ქურუმი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „როდესაც თვალწინ სახე შენი მიდგია წმინდა...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „პოეტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის მოთხრობა „მომაკვდავი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოგონებანი „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სახალხო წარმოდგენების საქმე ქუთაისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის ლექსი „ტ. შევჩენკოს ლექსი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კულისებში“ (მსახიობი-პატრი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რედაქციის წერილი დესპინე ივანიძის ავადმყოფობის გამო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო კარბელაშვილის მოთხრობა „პეპელა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-2 ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტს ავლაბრის სახალხო თეატრში ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ სოფიო რომანიშვილისა და იოსებ ჟივიძის მონაწილეობით წარმოადგინა პიესა „უმუშევარნი“. სპექტაკლის რეჟისორი იყო იოსებ ივანიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს გაიმართა ნაძალადევის თეატრის წევრთა მე-2 წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ალ. ქობულაშვილი, კრების გაგრძელება დაინიშნა 30 მარტისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21-23 მარტს ბათუმში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 მარტს ხარფუხში, სტეფანე გ. პეპანოვის ბენეფისზე, წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“. პეპანოვი სპექტაკლში გლუხოვცევის როლს ასრულებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 მარტს ყარსში ადგილობრივმა სცენის მოღვაწეებმა კალატოზიშვილის რეჟისორობით სარკინიგზო ბატალიონის სცენის დასახმარებლად საქალაქო საკრებულოში ქართულ ენაზე წარმოადგინეს პიესა „უმარილის ბრალია“.