რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარეს და მისი სისწორე დაადასტურეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ და მდივანმა სოკრატე კეშილავამ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე მოწვეული იყო გრიგოლ ბურჭულაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: აქვსენტი ფაღავა, კლიმენტი ლორთქიფანიძე, ეკატერინე კედია, გიორგი ხერხეულიძე და სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში აქვსენტი ფაღავას სახლში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა აქვსენტი ფაღავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, სხდომამ იმსჯელა მომავალი ქართული სკოლისთვის შენობის საჭიროების თაობაზე და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ ეთხოვა მაზრის უფროს ჩერნოვისთვის დახმარება. კერძოდ, ჩერნოვს უნდა ეშუამდგომლა გუბერნიის ინჟინერ ავსარკიზოვთან, რომ ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ შეედგინა სკოლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. სხდომამ შესაძლებლად მიიჩნია მომავალი სექტემბრისთვის დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის პირველი განყოფილების გახსნა და შეადგინა ამისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა. სავარაუდოდ, 1914 წლის სექტემბერში სკოლის გახსნა და მისი პირველ იანვრამდე შენახვა საზოგადოებას დაუჯდებოდა 603 მანეთი და 32 კაპიკი. შემდეგში სკოლის შენახვისთვის საჭირო სავარაუდო წლიურმა ხარჯმა იანვრიდან და იანვრამდე შეადგინა 950 მან. საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას სალაროში გააჩნდა 583 მან., აქედან მოულოდნელი ხარჯებისთვის გადადებული იყო 100 მანეთი. შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, უნდა შენახულიყო როგორც ხელშეუხებელი თანხა. ამრიგად, პირველ იანვრამდე გამგეობას შეეძლო გამოეტანა არაუმეტეს 300 მანეთისა, ხოლო შემდეგში, ყოველწლიურად 450 მან. ამიტომ, სხდომამ გადაწყვიტა, ეთხოვა მთავარი გამგეობისთვის დახმარება სამეგრელოში ერთი ქართული სკოლის გახსნის საქმეში. კერძოდ, 300 მანეთი ერთბაშად და შემდგომ, ყოველწლიურად 500 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომა და შედგა ამ სხდომის ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, განხილვის მთავარი საგანი სხდომაზე იყო მომავალი ქართული სკოლის ერთდროული და ყოველწლიური ხარჯთაღრიცხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივნის მაგივრად სოკრატე კეშილავა და წევრები: გიორგი ხერხეულიძე და კატო კედია.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია სარევიზიო კომისიის წევრები – პავლე ფრანგიშვილი და გრიგოლ ანაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრობის კანდიდატები – ლადო პავლეს ძე სუხიშვილი და ისაკ ძნელაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 მარტს გაიმართა წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრება შიო დედაბრიშვილის თავმჯდომარეობით.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 16 მარტს წმ. ნინოს უბნის უფასო სამკითხველოს წევრთა საზოგადო კრებამ აირჩია გამგეობის წევრები – ვასო ივანეს ძე თევდორაშვილი, გიორგი სუხიშვილი, გიორგი ფარადაშვილი და გიორგი მიროტაძე.