რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს მიხეილ ვეზირიშვილმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია, ისინი მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.
1893
ტიპი: ავტორობა
1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონთა პარტიის წევრმა ლეო შენგელაიამ აღნიშნა, რომ სოციალისტ-დემოკრატებმა სხვა ფრაქციები მოატყუეს საპროპაგანდო კომისიის დაარსებით, რომლის დანიშნულება იყო, დამფუძნებელი კრების ყოველ წევრს, განურჩევლად ფრაქციისა, მოეწონებინა და დაედასტურებინა კრების მიერ მიღებული კანონი, თუკი კომისია გაუგზავნიდა. შენგელიას აზრით, ეს იყო მენშევიკების მიერ მცირე ფრაქციების დამორჩილებისა და თავის პროპაგანდისტებად გადაქცევის მცდელობა.

