რეგისტრირებული ფაქტები81814
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის მაზრის მარშალი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებამ გუბერნიის მარშლად აირჩია ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი და კანდიდატად ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია გრიქუროვმა უწმინდესის სინოდიდან მიიღო ოფიციალური ქაღალდი, რომ შეეტყობინებინა მათთვის თუ რა ფასად ყიდდა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას“, „კონასა“ და „ბუნების კარს“, რომლებიც გორისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლებისთვის სჭირდებოდათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში 3 შაურად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“, გორში, კონსტანტინე ცხვედაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 მაისს გაიმართა ალექსანდრე ბაღდასარის ძე ხოსროაშვილის სასამართლო პროცესი, გამომძიებელ დრაგნევიჩის მიერ შედგენილი ოქმი სასამართლოს პროკურორმა ჩაიკოვსკიმ გააცნო, რომლის თანახმად ბრალდებულს საკუთარი ნაქირავები სადგომის დაწვაში სდებდნენ ბრალს. ხოსროაშვილის ვექილი შევალიე იყო. პროცესზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი ვერ გამოიტანა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წლის აგვისტოში ალექსანდრე სერგეევი თბილისის სადაზღვევო საზოგადოების მთავარი გამგებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოდან დეპეშით აცნობეს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი პეტერბურგში იყო. ნიკოლოზ მეორემ მას პეტერგოფის სასახლეში უმასპინძლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი პეტრე-პავლეს ციხეში გენერალ ბილდერლინგის ეტლით გაემგზავრა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი შეხვდა საფრანგეთის საქველმოქმედო საზოგადოების წევრებს და ახალი შენობის საძირკველი აკურთხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ივლისს პეტერბურგში ჩასული საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფელიქს ფორი პეტრე პირველის სახლში შეხვდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, დედოფალს, მინისტრ განოტოს და ადმირალ ჟერვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აპრილს ე. მამინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ მისთვის უფასოდ გადაეცათ: 50 ცალი „დედა ენა“, 20 „იავნანამ რა ჰქმნა?“ და 100 ცალი რვეული, რათა თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში დაერიგებინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ე. მამინაშვილის თხოვნის საფუძველზე თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში დასარიგებლად უსასყიდლოდ გასცეს თავიანთი გამომცემლობის წიგნები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3690.9, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის 10674.4 მანეთი ჰქონდა განსაზღვრული, სათადარიგოდ — 9287 მანეთი, წიგნებისთვის კი — 1455.98 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: არისტოტელე ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“, ანასტასია თუმანიშვილის „ხუთი ამბავი“, პოლიევქტო კვიცარიძის „სწორ მეტყველება“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს გიორგი საძაგლიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი ხელნაწერები: 1) „ლეილა მიჯნურის ამბავი“, სპარსულიდგან ქართულად გადმოთარგმნილი მეფის თეიმურაზისაგან, სასმენელად მშვენიერი; 2) „გოჩაიანი“; 3) „ვითარ სათანადო არს სჯაი ერთა თვისთა ზედა“; 4) მეფე არჩილის დაწერილი ლექსები; 5) ბესიკის ლექსები; 6) „ლექსთა წყობილებაზედ“; 7) აპოკრიფიული მოთხრობა ღვთისმშობელზე; 8) ბაქარ ბატონისშვილის ლექსები; 9) მეფის ასულის მარიამი წამება.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე დუშეთის მარშლად დ. ი. ერისთავი აირჩიეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე დავითაშვილი გორის სამაზრო გამგეობაში კანცელარიის მოხელედ გადაიყვანეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ევდოკიმის ძე ნაზარენკოს თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.