რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის თავადაზნაურობამ გუბერნიის მარშლად აირჩია, მაგრამ მთავრობამ თანამდებობაზე არ დაამტკიცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვის აპირებდა ახალციხეში მდებარე უძრავი ქონების, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლების ავეჯიანად საჯაროდ გაყიდვას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვი ახალციხეში ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს ფლობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ივანეს ძე ლეონიძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას სურათები შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 15 ნოემბერს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის გამგემ, ანტონ კეკელიამ სამასწავლებლო საბჭოს თავმჯდომარის დეპეშა მიიღო. ატყობინებდნენ, რომ ბანძის სკოლას 1500 მანეთი გამოუყვეს და მალე უახლოეს ხაზინაში კრედიტსაც გაუხსნიდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ნიკოლოზ შარაბიძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ შარაბიძე, ვლადიმერ შავგულიძე, კონსტანტინე შანიძე, ალექსანდრე შანიძე, ანტონ შავერზოვი და ილია შავდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს შალვა შათირიშვილი, მიხეილ შავარდნაძე, გიორგი შოთაძე, ალექსანდრე შოთაძე, ანდრო შუბლაძე, ივანე შალამბერიძე, იაკობ ჩარექოვი და თამარ ჩარკვიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს პავლე ჩაკვეტაძე, იაკობ ჩიმაკაძე, დავით ჩიმაკაძე, ლონგინოზ ჩიმაკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ილია ჩიქოვანი, ნესტორ ჩიქოვანი და რაჟდენ ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიშვილი ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით წინამძღვრიშვილი ცხინვალის დეპეშათა სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ხუნდაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის სასამართლოს განყოფილებაში მიხეილ ერისთავის საქმე განიხილეს. მას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში გრიგორ ბურჭულაძის თაოსნობით გამართული წარმოდგენიდან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 51 მანეთი გადასცეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. გ. იუზბაშევმა საქალაქო სკოლების ღარიბი შეგირდების დასახმარებლსდ ქალაქის საბჭოს 500 მანეთი შესწირა.