რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში მამია ორახელაშვილი რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10-13 დეკემბერს სერგო ორჯონიკიძე ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მის რაზმს სათავეში პორფილე პაიჭაძე ჩაუდგა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-22 წლებში სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 56-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის დამთავრების კანონის შესახებ მომხსენებელი რაჟდენ არსენიძე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დამფუძნებელი კრების კომისიის წევრად წარადგინა იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საბჭოს ყოფილი წევრის, ივანე ვერაზაშვილის ნაცვლად პარლამენტის წევრად დაინიშნა ივანე თევზაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: მარიანე ბასილაია, შალვა ჭოჭუა, მიხეილ ბერულავა, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია თევზაძე, მიხეილ ჭანიშვილი, ივანე ბახტაძე, მარიამ ჩხეიძე, ივანე ლორთქიფანიძე და გედეონ პაპუაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის დეკრეტი სახელმწიფო დაწესებულებათა შესანახად კრედიტის გახსნის შესახებ კანონის 31 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე. ხელს აწერს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით მოიწვიეს სომეხთა ეროვნული კომიტეტი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით, საბჭოს სახელით გამოიცა მოწოდება ქართველი ერისადმი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით ეროვნულ საბჭოს, რომელიც შედგება 67 წარმომადგენლისაგან, უნდა ჰყოლოდა თავისი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც თავის მხრივ, 15 წევრისგან შედგებოდა. აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი უნდა იყოს ერთი და იგივე და შედგებოდეს 6 წარმომადგენლისაგან: თავმჯდომარე, სამი ამხანაგი, მდივანი და ხაზინდარი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის დადგენილებით შეიქმნა ქონების, სამხედრო, საფინანსო, სასამართლოსა და ადმინისტრაციის, სასკოლო, სახელოვნობო და სასურსათო, სამაჰმადიანო საქართველოს გამგებლობის და საერობო კომისიები.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაკომპლექტდა ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმი: თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ამხანაგები – აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, მდივანი პავლე საყვარელიძე, ხაზინდარი კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი. სხდომის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის კომისარიატს ეცნობა ეროვნული საბჭოს მიერ ამიერკავკასიის საერობო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად სამი წარმომადგენლის არჩევის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, პავლე საყვარელიძე, მემედ-ბეგ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, იოსებ გედევანიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და ნოე რამიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საერობო კომისიაში წარმომადგენლობის საკითხი. დადგინდა, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და გრიგოლ ნათაძე მიიღებდნენ.

