საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სკოლის გახსნის მსურველებს საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის უნდა მიემართათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის გამგის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა სკოლისთვის 500 მანეთის სესხების შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებამ საქმიანობა მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის ხელმძღვანელობით 1914 წლის 5 მაისს დაიწყო, ირიცხებოდა 53 ნამდვილი წევრი. საანგარიშო წელს განყოფილებამ გამართა 2 სხდომა და განიხილა 8 საქმე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის დროს ჩაატანეს ლითონის დაფა, რომელზეც იყო წარწერა ოქროს ასოებით: „წელსა ამას 1914-სა ქრისტე მაცხოვრის დაბადებიდან მაისის 4-სა დღესა, იმპერატორი ნიკოლოზ II- ის ბედნიერი მეფობის დროს, მეფის ნაცვლის გრაფ ილარიონ ივანეს ვორონცოვ-დაშკოვის, სასწავლო ოლქის მზრუნველის ნ. თ. რუდოლფის დროს შესრულებულ არს საძირკვლის ჩაყრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა, რომელიც არსდება რომანოვების სახლის 300 წლის ბედნიერ მეფობის სახსოვრად. უფლისა ღვთისა პარაკლისის და საძირკვლის ადგილის კურთხევის შემდეგ ჩატანებულია ეს აქტი 1914 წ. ინსტიტუტის მთავარი შენობის კედელში ქვემორე ამისა ხელისმომწერთა თანდასწრებით."

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „წერილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვიაჩესლავ ჯიქიას წერილი „ქართველი დედა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილი-ყიფიანის წერილი „ლოცვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „სათეატრო საზოგადოება თუ პროფესიონალური კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „სათეატრო საზოგადოება თუ პროფესიონალური კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ გორგაძის ლექსი „გმირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) VI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უილიამ შექსპირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან შალიკაშვილის მოთხრობა „კიბესთან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამის „მეუფე ურიათა“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „მაისში“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილის „სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი“ (ანტონ ფურცელაძე) II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „მოჩვენება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლ. ცაგარლის სტატია „სქესობრივი ცხოვრება და ხელოვნება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 მაისის 1-ელ საათზე გამართულ პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმს დაესწრო ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმზე ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა „პირველი ქვისთვის“ სასწავლებელს 100 000 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისის ბოლოს ვალერიან გუნიას მეთაურობით შექმნილმა ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ პროვინციებში წარმოადგინა „ქეთევან წამებული“ და „ოჯახის დაქცევა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში სოფრომ ტარუაშვილმა ქართველ სცენისმოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა მოხსენება „დრამატულ საზოგადოებათა კავშირი“.