საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90611

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ იანვარს ბენედიქტე თომას ძე გაბისონიამ ხონის ვაჟთა გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ელ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა, 1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელის კარდანახში მდებარე 2 დესეტინასა და 1990 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 1-ელ იანვარს გარდაიცვალა ილიკო ტაზიაშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ სექტემბერს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ოქრომჭედლიშვილის წერილი „ვინ მოიგონა ქართული ანბანი“.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სამსონ ყიფიანის განცხადება, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელს კარდანახში 2 დესეტინა და 1990 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილს რუისპირსა და იყალთოში ერთი დესეტინა და 210 კვადრატული საჟენი ვენახები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილის რუისპირსა და იყალთოში მდებარე ერთ დესეტინასა და 210 კვადრატულ საჟენ ვენახებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ-სალა-ოღლის ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასულ წინამძღვრიშვილის მოკვლაში ბრალდებულ ეიუბ-სალა-ოღლის მელიქ-ადამოვი იცავდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძეს კარდანახში 4 დესეტინა და 330 კვადრატული საჟენი ვენახი, ბაღი და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძის კარდანახში მდებარე 4 დესეტინასა და 330 კვადრატულ საჟენ ვენახს, ბაღსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სალომე ალექსანდრეს ასულ ვაჩნაძისას ვეჯინში 4 დესეტინა და 920 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სალომე ალექსანდრეს ასულ ვაჩნაძის ვეჯინში მდებარე 4 დესეტინასა და 920 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილია ბორისოვი თავმდების დახმარებით გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 მაისს თბილისში ჩამოსულ შაჰ ნასერ ალ-დინის თავადაზნაურობა და ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი დახვდნენ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია რევაზის ძე ბებურო-ვაჩნაძეს ბაკურციხესა და კარდანახში 4 დესეტინა და 1060 კვადრატული საჟენი ვენახები ჰქონდა.