რეგისტრირებული ფაქტები87763
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილის წერილი. რუსიშვილი უარს აცხადებდა გამგეობის წევრობაზე, რადგან უმეტესად თბილისში უხდებოდა ცხოვრება. მიუხედავად ამისა, კრებამ იგი ერთხმად აირჩია გამგეობის წევრად როგორც ფრიად სასარგებლო პირი და დაადგინა, მისთვის გამგეობაში დარჩენა ეთხოვათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმს ხელი მოაწერეს: ილია გორდეზიანმა, ნინო მთვარელიშვილმა, ნინო ცისკარაშვილმა, მარიამ კანდელაკმა, დიმიტრი დეკანოზიშვილმა, სიმონ კევლიშვილმა, გიორგი მარკოზაშვილმა და დავით ლუკაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს და მცირე კამათის შემდეგ დაამტიცეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯი. კამათი გამოიწვია სკოლაში სწავლის საკითხმა. გამგეობა მთელი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. წლის ბოლოს მან მოსწავლეთა ცოდნის დონეც შეაფასა. კრებამ დაავალა გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული წერილობითი დასკვნის წარდგენა ყოველი წლის ბოლოსთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დ. სარაჯიშვილის, ნ. ცხვედაძის, ნ. ღოღობერიძისა და ი. გოგებაშვილის ხსოვნას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებას 26 პირი დაესწრო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს მასწავლებელთა დამატებით მოწვევა-არმოწვევის საკითხი. საშუალების არქონის შემთხვევაში გამგეობას უნდა გადაეწყვიტა, ჩაებარებინა თუ არა ორი განყოფილება ერთი მასწავლებლისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს სასწავლებლებში მოსწავლეთა რაოდენობის საკითხი. განყოფილებებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა გამგეობის წევრებსა და მასწავლებლებს დაავალეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის 1911 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძის მამულის თელავის განყოფილებისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ალექსანდრე მდივნის დავალებით, ლუარსაბ ბოცვაძემ და გრიგოლ ბურჭულაძემ გადაამოწმეს ქართული რვეულების მოწოდების პირობები და დიტიატკოვსკის ამხანაგობას დაავალეს რვეულების დამზადება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეეძინათ 40 ცალი „ისტორია კათალიკოსობისა“ და 20 „პასუხად სომეხ მწერლებს“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ვლადიმერ ორჯონიკიძემ, აკაკი ფაღავამ და იოსებ გოგოლაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას ერთი წლით სტიპენდიის გაგრძელების თხოვნით მიმართეს. გამგეობას ეს საკითხი არ განუხილავს. სხდომაზე ასევე წარადგინეს ცნობა, რომ გამგეობის 1912 წლის 14 თებერვლის დადგენილებით ამ პირებს სტიპენდია პირველ ივლისამდე გაუგრძელდებოდათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ აღალო თუთაევის შვილმა, დავითმა დიდუბის ბიბლიოთეკას შესწირა მამის ლიტერატურული ნაწარმოებები და თავის სახლში 5 წლით უფასოდ დაუთმო ადგილი დიდუბის ბიბლიოთეკას, ასევე გამგეობას შესთავაზა, ეს ბიბლიოთეკა გამხდარიყო აღალო თუთაევის სახელობისა, რაზეც გამგეობამ უარი უთხრა, ხოლო შემოწირულობისთვის მადლობა წერილობით გაუგზავნა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ მღვდელ მელიტონ კელენჯერიძეს შეკრებილი ჰქონდა სახალხო ზეპირსიტყვიერების დიდძალი მასალა, რომელსაც დასაბეჭდად გადასცემდა გამგეობას შემდეგი პირობით, თუ მას მოიხსენიებდნენ როგორც რედაქტორსა და შემკრებ-დამამუშავებელ პიროვნებას და ასევე მთელი მასალა ერთად უნდა შეეძინა გამგეობას 400-500 მანეთად. გამგეობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ შეეძინათ არსებული მასალა, მაგრამ სურდათ ჯერ შეემოწმებინათ და შემდეგ მოლაპარაკებოდნენ მ. კელენჯერიძეს შეძენის პირობებზე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გამგეობას მიმართა „განათლების“ საზოგადოების გამგეობამ, რომ სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები სჭირდებოდათ. გამგეობამ მათ თუმნის წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გუდაუთის განყოფილების გახსნის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს გუდაუთელების მოთხოვნა, რომ იქ მცხოვრები 30 ადამიანი მაინც ყოფილიყო საზოგადოების წევრი, გუდაუთელები კი სოხუმის განყოფილების წევრებად იყვნენ ჩაწერილები. გამგეობამ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები და რჩევები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის, იოსებ ირემაშვილის თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილი იყო კონსტანტინე კასრაძე.

