საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87761

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძეს გორში ქვითკირის ორსართულიანი დუქანი ჰქონდა პატარა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ფოთის საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების დეპუტატთა კრებაზე განიხილეს თავმჯდომარის, თემისტოკლე ნიკოლოზის ძე ავღერინოს წინადადება თანამდებობის დატოვების შესახებ. კრებამ ავღერინოს თხოვნა დააკმაყოფილა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ნოემბერს ვაჭარმა მამედ ჰაჯი თაიროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ სარაჯევის ქარვასლაში მდებარე მისი ოთახიდან 2200 მანეთი და ფასიანი ქაღალდები მოჰპარეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ დავითის ძე ალელოვს გორში სამი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ემილიანის ძე წერეთელს თბილისში, ლუარსაბის ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინს სოლოლაკში ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. შიუკოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაი ზიჩმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამოცემა სურათებით გააფორმა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგიას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია საჯაროდ უნდა წაეკითხა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კონსტანტინე წულუკიძე ქუთაისის მაზრის მარშალი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ალექსეევი მღვდელ-მონაზონი იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ს. რუსიევი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის მოსწავლე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვოლოხოვი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ექიმად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სტეფანე ნიკოლაევი ჯარისკაცი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ მეტეხის ციხის პატიმართა წიგნსაცავს 30 ქართული წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა მთელ საქართველოში იყო დანიშნული. სოხუმში რეგისტრაცია მიმდინარეობდა საურთიერთო ნდობის ბანკში, პლატონ ლევანის ძე გელოვანთან.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თელავის თეატრში დადგეს პიესა „ცხოვრების გმირი“. წარმოდგენაში გვეტაძე მონაწილეობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული კომიტეტის გადაწყვეტილებით წარმოადგენდნენ ავქსენტი ცაგარლის ახალ ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიას სურდა მის მიერ ნათარგმნი მოთხრობა „კნეინა ნექტარინა“ ცალკე წიგნად გამოეცა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე თელავის მარშლად რევაზ ვახვახიშვილი აირჩიეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე თბილისის მაზრის მარშალად აირჩიეს ლ. ლ. მაღალაშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 24 მაისს საგუბერნიო კრებაზე გორის მაზრის მარშლად აირჩიეს ივანე დავითის ძე სულხანიშვილი.