რეგისტრირებული ფაქტები93145
სორტირება თარიღი კლებადობით
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, სადაც ის საუბრობდა ჭირვარამგამოვლილი ფინეთის შესახებ, რომელიც მალევე იქცა ევროპულ ქვეყნად. მისი მოგზაურობის მისია კი, ფინეთისათვის საქართველოს წარსული ისტორიის, იმჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, რომელშიც ის საუბრობს როგორ შეხვდა ფინეთი საქართველოს ტრაგედიას. მიუხედავად თავიანთი ტრაგიკული ისტორიისა, ფინეთი მაინც თავისუფალ ქვეყნად იქნა აღიარებული, რომელიც მუდამ გვერდში ედგა საქართველოს და საკუთარ მაგალითზე, ბრძოლისკენ მოუწოდებდა ჩვენს ქვეყანას.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928-1929 წლებში იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული იყო.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო ვლადიმერ ახმეტელს მადლობის წერილს უგზავნის.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბერში სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის საკლუბო კომისიის დირექტორი სოლომონ ახვლედიანი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წლის დეკემბერში პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს იოსებ სტალინი, ალექსეი რიკოვი, მიხეილ კალინინი, ნიკოლაი ბუხარინი, იან ერნესტის ძე რუძუტაკი, კლიმ ვოროშილოვი, ანასტას ოვანესის ძე მიქოიანი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, სერგო ორჯონიკიძე, მიხეილ ტომსკი, ულგანოვი, ემელიან იაროსლავსკი, სტანისლავ კოსიორი, ვიაჩესლავ მენჟინსკი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა, ახალგაზრდა მარქსისტს, ვასილ დავითაშვილს გამომძიებლებმა ალინინმა და კუშჩევმა დაპატიმრების დროს ქუჩაში სცემეს, ორ ადგილზე გაუტეხეს თავი და დასისხლიანებული, გრძნობადაკარგული მიიტანეს ჩეკაში, გრძნობაზე რომ მოვიდა, კიდევ სცემეს და ჩასვეს სარდაფში;
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა ვასილ დავითაშვილს ჩეკაში ორი თვის განმავლობაში დასაკითხად ყოველი გამოძახების დროს სცემდნენ გამომძიებელები: ალინინი, კუშჩევი, ნაზაროვი, თოდუა და სხვ. ალინინი სახეში აფურთხებდა. ცემისგან გახეთქილი ჰქონდა ყურის აპკი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, დავით ჩუთლაშვილი 11 თვე ბნელ სარდაფში იჯდა და აწამებდნენ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატ ივანე (ვანიჩკა) ხუნდაძეს ოზურგეთის ჩეკაში სცემეს და 9-8 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მეჩექმე, სოციალ-დემოკრატი ტრიფონ სამხარაძე ერთი თვე ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. 8 დღე სასმელ-საჭმელს არ აძლევდნენ. თბილისის ჩეკაში გადაყვანის შემდეგ ჩააგდეს საყინულე საკანში, საიდანაც გრძნობადაკარგული გაიტანეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მიხეილ თურმანიძე ოზურგეთის ჩეკას ცივ ერთეულში ჰყავდათ ჩაგდებული და დღეში ნახევარ გირვანქა პურს აძლევდნენ. გამომძიებელები: ისაკაძე და სიმონიშვილი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, აკაკი ძაძამია ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებლისთვის ცემის დროს ხელის შებრუნების გამო ჩეკისტები დაესივნენ, თავი გაუტეხეს და ერთეულში ჩააგდეს. ნაცემი არც ექიმს გაასინჯეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მოსე ბორჩხაძე ოზურგეთის ჩეკაში 9 დღე აშიმშილეს და სცემეს. გამომძიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ნადია სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს და უწმაწური სიტყვებით აგინებდნენ. გამომძიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, მარო სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში ათი დღე აშიმშილეს, უხეში ქცევის გამო ჭკუაზე შეიშალა და საავადმყოფოში მოხვდა. გამომიებლები: სიმონიშვილი, გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვალიკო ჟორდანია ოზურგეთის ჩეკაში ათი დღე აშიმშილეს და გამომძიებელმა გოგიამ სცემა.

