რეგისტრირებული ფაქტები89486
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში გრიგორ ბურჭულაძის თაოსნობით გამართული წარმოდგენიდან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 51 მანეთი გადასცეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. გ. იუზბაშევმა საქალაქო სკოლების ღარიბი შეგირდების დასახმარებლსდ ქალაქის საბჭოს 500 მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ელენე კონსტანტინეს ასული ნიჟარაძე-ჯინოვისა მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ მოსალაპარაკებლად ქუთაისის ინტელიგენციას შეხვდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბანძის ორკლასიანი სასწავლებელი აკურთხა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებამ თავ. ჭავჭავაძის სტიპენდია დაუნიშნა ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებამ დახმარების სახით 20 თუმანი გაუგზავნა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის სტუდენტ თურქისტანიშვილს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ დახმარება აღმოუჩინა მეორე გიმნაზიის მოსწავლე ბაქრაძეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ელისაბედ ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკი და კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ, რომ გარდაიცვალა ელენე ლუარსაბის ასული ერისთავისა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკი ელენე ლუარსაბის ასული ერისთავის შვილი იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის მეუღლე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მაისს აკურთხეს გორის სასულიერო სასწავლებლის ახალი სახლის საძირკველი, შენობის ადგილზე პარაკლისი გადაიხადა ბესარიონ თავდგირიძემ, პარაკლისის შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გორის მაზრის ეკლესიის მღვდელმა იოილ გამრეკელმა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 მაისს განჯის სახელოსნო სკოლის პედაგოგმა დავით ქრისტეფორეს ძე ტერ-მიხეილოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ნიკანორი პატოცკის ნაცვლად თბილისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ სწავლა დაუფინანსა იოსებ ხუციშვილს, არჩილ ჩუბინაშვილს და იოსებ ვაჩნაძეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოების საერთო კრებაზე მეცნიერი ლეონარდ ზაგურსკის უნდა წაეკითხა რეფერატი „Кавказске алавиты”.
1880
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისს სასულიერო სემინარიაში მე-6 კლასის მოსწავლეთა გამოცდას დაესწრნენ ეგზარხოსი პალადი და მამა ნიკანორი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციაში მიიღეს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ყოველთვიური ჟურნალი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ოსტაპოვიჩის მოხსენება ქუთაისის ფერმის შესახებ, კონსტანტინე მაჭავარიანის „აფხაზეთის ღვინოები“ და არჩილ დარეჯანაშვილის „დარგვა და ავადმყოფობა ვაშლის ხისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კირილე ჩიჩუა მადლობას უხდის მელიტონ კაციას ძე დადიანს, რომელმაც გაჭირვების ჟამს 50 მანეთი გაუგზავნა.

