რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში ხერსონელმა ნ. დ. ლებედევმა სახაზინო თეატრი მომავალი გაზაფხულისთვის 2 თვით დაიქირავა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში პატარა ჯიხაიშში ქუთაისის დრამატული დასის მსახიობის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის მონაწილეობით დადგეს სპექტაკლი „და-ძმა“. შემოსავალი ადგილობრივ სამკითხველოს მოხმარდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 1-ელ აგვისტოს ბანძაში ქუთაისელი მსახიობის, პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით ადგილობრივმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესები „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და „ჭკუისა მჭირს“ წარმოადგინეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, მსახიობის ნატო გაბუნია-ცაგარლის ცხედარი გვირგვინით შეემკოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის აგვისტოში დრამატული საზოგადოების გამგეობამ თბილისის გუბერნატორს კოჯორში დეპეშა გაუგზავნა და ნატალია გაბუნიას დაკრძალვაზე სამხედრო მუსიკის დაკვრის ნებართვა სთხოვა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში სომხური წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, ნატო გაბუნია-ცაგარლის ხსოვნის პატივსაცემად გვირგვინისთვის საჭირო თანხა ქალაქის უფასო სასადილოსთვის გაეგზავნა და დაკრძალვას დასწრებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში ხაშურის საზოგადოებამ დაადგინა, გვირგვინით შეემკო ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და დაკრძალვაზე წარმომადგენლად მთავარდიაკვანი იოსებ კვალიაშვილი გაეგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აგვისტოში მსახიობი ნიკოლოზ გოცირიძე ქუთაისის დრამატულმა საზოგადოებამ 7 თვით მიიწვია.

