რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სავლე იოსების ძე აბულაძე სოფ. კიცხის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გაზეთ „იმერეთის“ რედაქციამ გრიგოლ აბაშიძის ხელნაწერ ლექსთა კრებული შეიძინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად საბავშვო სალიტერატურო საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ მოკლე დახასიათება უნდა წაეკითხა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მალაქია ჭუბაბრიას, მიხეილ დავითის ძე წულუკიძისა და ალექსანდრე გრიცის საქმის განხილვის დროს ბრალმდებელი ხლადოვსკი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში დამწვარი სახლის ძვირად დაზღვევაში ბრალდებულ მიხეილ დავითის ძე წულუკიძეს ადვოკატი ტერ-სტეფანოვი იცავდა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ დამწვარი სახლის ძვირად დაზღვევაში ბრალდებული მიხეილ დავითის ძე წულუკიძე და ალექსანდრე გრიცი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო თავისი დაზღვეული სახლის დაწვაში ბრალდებულ მალაქია ჭუბაბრიას წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში დამწვარი სახლის ძვირად დაზღვევაში ბრალდებულ ალექსანდრე გრიცს ადვოკატი ოპოჩინინი იცავდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბეგლარ ახოსპირელის ლექსების მეორე წიგნაკი – „ჩემი ნანინა“ იბეჭდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში თავისი დაზღვეული სახლის დაწვაში ბრალდებულ მალაქია ჭუბაბრიას სახელმწიფო ადვოკატი ყორღანოვი იცავდა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით მარიამ ნიკოლოზის ასული კერესელიძისა მათე იოსების ძე კერესელიძის მეუღლე იყო.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ალექსანდრე მაღალაშვილი 12-ჯერ დაესწრო, რაჟდენ ნაცვლიშვილი კი — 17-ჯერ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს სერგო ღოღაბერიძე 28-ჯერ დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს მიხეილ კალანდარიშვილი 26-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 2-ჯერ.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მდივანი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წელს ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი იყო ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი, რომელიც განაგებდა სამოქალაქო საქმეებსაც.