საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ პეტროსიანის სტატია „ა. აჰარონიანის ახალი პიესა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „რა გვმართებს, რა გვეჭირვება?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება ნაძალადევის ბიბლიოთეკაში მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის სურათის დაკიდების შესახებ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა,რომ ოლღა გურამიშვილის საგურამოს მამული საზოგადოების სახელზე გაეფორმებინათ, ნასყიდობის ქაღალდისთვის კი 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან სესხად აეღოთ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის ფილიალის დამფუძნებელმა კრებამ განყოფილების თავმჯდომარედ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი აირჩია.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 24 იანვარს იაკინთე გიორგაძე, ნიკოლოზ ჯომარჯიძე, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე, ზაქარია თევდორეს ძე დანელია და დავით დიმიტრის ძე ქიტიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ქართული დრამატული სკოლა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის სტატიის „სიტყვა-კაზმულ ნაწარმოების საერთო დაფასება“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პროკოფი ამბაკოს ძე გუჯაბიძის, ფსევდონიმით ასკანელი პროკოფია, წერილი „გურული სცენა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მე-3 სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „ერთს ვეტრფი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის, ფსევდონიმით ა. იუჟინი, სტატია „აქტიორი, ავტორი და რეჟისორი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „სიმღერა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „დაღუპულს ნიჭს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „მოხუც მსახიობთა უზრუნველყოფა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალთა კომისიის განცხადება ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა პირველ თებერვლამდე სალაროში სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მიერ წარდგენილი წესებით ეხელმძღვანელათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას წინადადება საზოგადოების სალაროში ფულის შენახვისა და ხარჯების გაწევის ახალი წესების შემოღების შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს იპოლიტე ვართაგავა, იუსტინე აბულაძე და მოსე ჯანაშვილი აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საფილოლოგო კომისიის წევრებად. მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ნიკო მარისთვის გაეგზავნათ პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი და მის შესახებ აზრის გამოთქმა ეთხოვათ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება მარიამ დემურიას გარდაცვალების შესახებ.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 21 იანვარს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი- გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრად აირჩიეს.