რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში თარჯიმნად მსახურობდა მირზა ფედ-ალი ახუნდოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდა ტარას ივანეს ძე მულინი, რომელიც იყო VII კლასის ბუღალტერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა კონსტანტინე არტემის ძე იუზბაშევი, რომელიც იყო კანცელარიის X კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა კუზმა ივანეს ძე მულინი, რომელიც იყო კანცელარიის X კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი კონსტანტინე არტემის ძე იუზბაშევი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „კარმენი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიმონ მდივანი კითხულობდა მოხსენებას 800 მილიონი მანეთის ემისიის დეკრეტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვას აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის შესახებ უპასუხა მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძემ, რომ მთავრობას ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვაზე აფხაზეთში თამბაქოს მონოპოლიის შესახებ მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძემ მოითხოვა ერთი კვირის ვადა დასაბუთებული პასუხისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვას აფხაზეთში მოქალაქეობის შესახებ უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ და აღნიშნა, რომ სოხუმის ერთ-ერთ კერძო და არაოფიციალურ გაზეთში მოქალაქეობის კანონი გვიან გამოქვეყნდა, მაგრამ მთავრობა ამაში უფლების დარღვევას ვერ ხედავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვაზე აფხაზეთში მოქალაქეობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ მოითხოვა ერთი კვირის ვადა დაწვრილებითი მოხსენებისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა ნებისმიერ დიდ სცენას დაამშვენებდა თავისი სამსახიობო ნიჭით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს სხვა მსახიობებისაგან ფხიზელი ჭკუა-გონება, სხარტი აზროვნება, ესთეტიკის შეგრძნება და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა განასხვავებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა ბუნებისაგან ბევრი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და გონივრულად იყენებდა თავის უნარებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის მიერ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ჟოზეფის როლის შესრულებისას დარწმუნდნენ, რომ მას დიდი ენერგია ჰქონდა, რომელიც ყოველდღიურად ორმაგდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგს ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელი ბიჭი“ გენერალ მორენის როლი ცუდად არ უთამაშია, თუმცა როლი უკეთ რომ ესწავლა, უკეთესად შეძლებდა თამაშს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) ნელ-ნელა წარმატებული ხდებოდა და თუ უფრო მეტს იშრომებდა, თეატრს დიდ სარგებელს მოუტანდა.

