საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81709

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ვ. შავდიას წერილი ხონში ცხენისწყალზე ხიდის გადებისა და საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ილარიონ ზაქარაიას თავისი სახლის დაწვის განზრახვა ედებოდა ბრალად. მას ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, გ. ალავერდიშვილი, ივანე ალავერდიშვილი და ილია აგლაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სოლომონ აგლაძე, თადეოზ აგლაძე და მიხეილ ავალიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ილია ალავიძე, ალექსი ალხაზიშვილი და ვლადიმერ ახობაძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლადო ბზვანელის წერილები „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ წიგნად იბეჭდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში თათარიშვილის საქმე უნდა განეხილათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სერგო გერსამიამ გამოაქვეყნა სტატია „ქალთა წრე“.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტრე ემუხვარს გენერალ იგუმენოვის გაძარცვას აბრალებდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არტემ ახობაძე, ვასილ ახვლედიანი და ივანე აბაშიძე საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ირაკლი თოფურიძე სენაკის მაზრის საარჩევნო კრების თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე ბარაშვილი, ვლადიმერ ამაშუკელი და დავით ბენდელიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართულ თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის ნათარგმნი ორმოქმედებიანი პიესა „დრამა ტელეფონთან“ უნდა წარმოედგინათ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურის ბოქაულმა თანაშემწესა და ორმოცამდე დარაჯთან ერთად სოფ. ფარცხმაში ღამით ერთი მოსახლე გაჩხრიკეს. იქ ყაჩაღი ფ. ბერძენიშვილი ეგულებოდათ, მაგრამ ვერ შეასწრეს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – გაბრიელ კოკაშვილმა, დავით მოზდოკელოვმა, ივანე მრევლიშვილმა, ივანე ნადიბაიძემ, ალექსი ნავროზაშვილმა, დავით ნადიბაიძემ და გრიგოლ ვარდაშევმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ფურცლებზე სოლომონ მიქელაძემ განაცხადა, რომ მისი სახელი უნებართვოდ იყო ჩაწერილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში ბათუმის ქალაქის საბჭოში არჩევნების დროს მომხდარი დარღვევის გამო ქუთაისის გუბერნიის ქალაქის საქმეთა საკრებულომ სასამართლოს გადასცა ვოლსკი და ის ხმოსნები, რომლებმაც მისი თავმჯდომარეობით მონაწილეობა მიიღეს კენჭისყრაში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა ერთი ნაწილი ბერლინის ფინანსისტების ჯგუფთან გაერთიანებას აპირებდა. ამ საქმის მეთაური დ. ბაქრაძე იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის ზაფხულში ჭიათურაში გაიხსნა ტექნიკური კურსები, რომელსაც მარკოვსკი ხელმძღვანელობდა. მარკოვსკის ხელფასს შავი ქვის მრეწველთა საბჭო უხდიდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბერს გრიგოლ გაჩავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ბათუმის ციხეში გაგზავნეს. იქ მისი საქმე თბილისის სამოსამართლო პალატის სესიაზე უნდა განეხილათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ძუკუ შავდიას 6 წელი კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაიანის სტატია „სოციალ-დემოკრატების დამარცხება ბანძის არჩევნებში“.