საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 9 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძუკუ ლოლუას ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს, საკითხი შესაბამისი ინსტრუქციით წარდგენამდე ღია დაეტოვებინათ.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 6 აგვისტოს თბილისის ჩეკაში გიორგი სალუქვაძის მეორე დაკითხვა ჩატარდა. მან უარი განაცხადა ჩეკას მოთხოვნაზე, ჩამოეთვალა მენშევიკური რაიკომის წევრები.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ 1918 წელს ჩოხატაურში აჯანყების დროს არ შეასრულა ბრძანება 8 ბოლშევიკი ტყვის დახვრეტის შესახებ, რის გამოც ნოე რამიშვილმა ის პასუხისგებაში მისცა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 5 აგვისტოს ივანე ცომაიას მეორე დაკითხვის მასალების მიხედვით, ის აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ მოახერხა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ჩეკამ სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილზე საქმის წარმოება დაიწყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ არალეგალურად ცხოვრების დროს იარაღს არ ატარებდა და არც არალეგალურ მუშაობას ეწეოდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

ივანე ცომაიას მეორე, 1924 წლის 5 აგვისტოს დაკითხვის მასალების მიხედვით, მან საბჭოთა ხელისუფლებას შერიგებისათვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 აგვისტოს წინასწარი დადგენილებიდან ირკვევა, რომ ჩეკას წარმომადგენელი ჯალაღანია გაეცნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ბობოკაშვილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა, კერძოდ, მენშევიკების პარტიისადმი მიკუთვნებულობა და აქტიური მუშაობა მათ რიგებში. ამის შემდეგ ჯალაღანიამ გასცა განკარგულება, დაეკავებინათ ბობოკაშვილი და მიეცათ პასუხისგებაში. 2 აგვისტოს გაიცა ბობოკაშილის სახლის ჩხრეკის ორდერი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ერასტო ღლონტი კომუნისტური პარტიის წევტი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 30 წლის გრიგოლ მაჭარაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე აგვისტოს აჯანყების დროს გურიაში დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ნოე რამიშვილი საფრანგეთიდან საჭირო ინფორმაციასა და მითითებებს აწვდიდა კონსტანტინოპოლში პოლიტიკური კომისიის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოს აჯანყების გეგმის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი ნოე რამიშვილი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აგვისტოში ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დაწყებამდე, ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე ჩეკამ დააპატიმრა და აგვისტოშივე დახვრიტა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ეკო წერეთელი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ეკო წერეთელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის დავით გაფრინდაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრაში 30 წლის სერაფიონ მაჭარაშვილი დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში სერაფიონ მაჭარაშვილი სოციალ-ფედერალისტული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში სერაფიონ მაჭარაშვილი პედაგოგი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 38 წლის გრიგოლ ტაბატაძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ ტაბატაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ ტაბატაძე იყო გლეხი.