რეგისტრირებული ფაქტები87608
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მარტიროს, არუთინა, მიხაილ ისაიას ძე შახმურადოვებს, მარიამ ვასილის ასულ, ბარბარე და მარიამ ნიკიტას ასულ შახმურადოვებს, ელისაბედ ნიკიტას ასულ ხეროდინოვისას დავალიანება ჰქონდათ 71089 მანეთი და 86 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო იტალიის მისიის უფროსის, გენერალური შტაბის პოლკოვნიკ გაბბას დეპეშა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს იტალიის მისიის უფროსი გაბბა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს სწერდა, რომ 10 იანვარს მოკავშირე სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაადგინა, ცნონ „დე ფაქტოდ“ საქართველო და აზერბაიჯანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს – ფატალი ხან-ხოისკის, ალექსანდრე ხატისოვსა და ევგენი გეგეჭკორს თათბირი ჰქონდათ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სტეფანე ნიკიტას ძე ტერ-აბრამოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ავლაბარში კახეთის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით, რომელსაც 103, 3/10 კვადრატული საჟენი მიწა ეკავა და ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მერაბ იოსების ძე გედევანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის მაზრის სოფელ მუხათგვერდში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი ადგილები, 60 დესეტინა და 110 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე თარხან-მოურავს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ლისში მდებარე სახნავი, საძოვარი, საბოსტნე ადგილები, 233 დესეტინა და 956 საჟენი სათიბი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაგრატ მიხეილის ძე წერეთელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე საძოვარი ადგილები, ტყე 1020 დესეტინა და 1920 საჟენი მიწით, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოღნინისა და ბებუთოვის ქუჩის N 21-ში მდებარე ორსართულაინი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი ფლიგელით და 87 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთს წლიურად გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ ვალერიან გუნიას მიერ შედგენილ „საქართველოს კალენდარს“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე როსტომაშვილის ალბომი „ქართველთა ტომი“. ალბომი ღირდა 5 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. ვარაუდობდნენ, რომ წარმოდგენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრებოდა, რადგან სეზონის ბოლო პიესა იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, დარასელია ზუგდიდის გუბერნიის მდივანი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ანჯაფარიძე გახდა ზუგდიდის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ახვლედიანი გახდა ქუთაისის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, თაყაიშვილი სვანეთის საგუბერნიო მდივანი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ვისაც სურთ ბუღალტერიის საფუძვლიანად შესწავლა, შეუძლიათ, მიმართონ თბილისის საურთიერთო სამეურნეო ბანკის უფროსს, ი. ბრონერს. მსურველები შეძლებენ ბუღალტერიის 3-თვიანი კურსი 40 მანეთად გაიარონ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალი-მარდან ბეგი თოფშიბაშევი აზერბაიჯანის დელეგატი იყო უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პარიზში.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ი. ბრონერი იყო თბილისის „საურთიერთო სამეურნეო ბანკის“ უფროსი ბუღალტერი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ პარიზიდან მიღებული ცნობით, უმაღლესმა საბჭომ პარიზის კონფერენციის სხდომაზე რუსეთის საკითხის განსახილველად მიიწვია საქართველოს დელეგაციის წევრები: კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი და ირაკლი წერეთელი, ასევე აზერბაიჯანელი დელეგატი ალი-მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გრეჟებინი იყო ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ბათუმში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო გედევან გედევანოვის ბენეფისი.

