რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მოსამსახურე პირებისთვის უნდა მიეცათ იმდენივე გასამრჯელო და სურსათის ღირებულების ტოლფასი თანხა, რაც ჰქონდათ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის პრეზიდიუმს მიეცა ავანსი 1 600 000 მანეთი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ მოსამსახურე პირების გასამრჯელოს გასასტუმრებლად და მიმდინარე ხარჯების დასაფარად, გამგეობის თანხმობით, პრეზიდიუმმა გაყიდა 900 000 მანეთის საბეჭდი ქაღალდი და მაღაზიაში დარჩენილი შუშები 2 505 000 მანეთისა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ოსმალეთის ელჩმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული მისია, ოსმალეთსა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მალე დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა. ის ქართველებისა და საქართველოს მეგობრად მიიჩნევდა თავს, ამიტომ ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი მამაცოვი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ჯაფაროვმა ბაქოს აღების შემდეგ დიპლომატიური პროტესტი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვა საერთაშორისო სამართლის ძალით თავისი სახელმწიფოს უფლების დაცვა. მისი სიტყვებით, თბილისის გაზეთები შეურაცხყოფას აყენებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას და ჯარს (მაგალითად გაზეთი „ბარბა“).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 დეკემბერს, გაზეთ „კავკაზის" ცნობით, ბაქოს ოლქის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის უფროსი კანდიდატი კონსტანტინე დერტევი თანამდებობიდან გათავისუფლდა სოჭის რაიონის მომრიგებელ მოსამართლედ დანიშვნის გამო.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის პირველ სექტემბერს პრაღის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გასცა ცნობა, რომ შალვა მაღლაკელიძე აღნიშნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარებისა და ავანსად ორი თვის გასამრჯელოს აღების შესახებ.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მარტის ხარჯების დასაფარად დამატებით კიდევ 2 ფუთი ქაღალდი უნდა გაეყიდათ. საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეო მიხეილის ძე შენგელაია–ქიაჩელის თხოვნა წიგნსაცავიდან მცირე ხნით მიეცათ რამდენიმე ნომერი „სახალხო გაზეთის“ და „თემისა“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მისი მოთხრობები. მას თხოვნა დაუკმაყოფილეს.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ გაეყიდა რუსული ფულის ნიშნები 4 123 000 მანეთი, რომელიც ხაზინაში ინახებოდა, რადგან ფინანსთა კომისარიატმა არ დააკმაყოფილა გამგეობის შუამდგომლობა ბონების ქართულ ფულზე გადაცვლის შესახებ. ამ საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველი მუსლიმი მოსწავლეების მურად ჰუსეინის ძე გულთაიშვილისა და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილის თხოვნა დახმარებოდნენ თითოეულს ხუთ–ხუთი მილიონი თუმნით. მათ უსახსრობის გამო თხოვნა ვერ დაუკმაყოფილეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძისთვის მიეცათ გასამრჯელო წიგნის ნომინალი ფასიდან 20% და ცალკე – კორექტურის შესრულებისთვის.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის თხოვნა თავისი წიგნის „საქართველოს ისტორიისთვის“ მისაცემი ჰონორარის – 25%–ის გარდა, მიეცათ კორექტურისა და დამატებითი სამუშაოსთვის გასამრჯელო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.