რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1966
ტიპი: თანამდებობა
1966 წლიდან სიმონ წვერავა ხელმძღვანელობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის 2 იანვარს აღინიშნა სიმონ წვერავას დაბადების 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „მოთხრობები”.
1952
ტიპი: თანამდებობა
1952 წლის ივნისში საქართველოს მწერალთა კავშირის მოთხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით სიმონ წვერავა დაინიშნა გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” დირექტორად.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948-1952 წლებში სიმონ წვერავა იკავებდა ქართული ალმანახის რედაქტორის თანამდებობას აფხაზეთში.
1948
ტიპი: თანამდებობა
1948 წლის სექტემბერში საქართველოს მწერალთა კავშირის თხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით სიმონ წვერავა გაგზავნეს აფხაზეთში მწერალთა ორგანიზაციის ქართული სექციის თავმჯდომარედ.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წელს სიმონ წვერავამ გიორგი ლეონიძესთან ერთად ჩამოაყალიბა მუშათა ლიტერატურული წრე თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან, რომელსაც სხვადასხვა დროს, 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
1936
ტიპი: თანამდებობა
1936-1948 წლებში სიმონ წვერავა იყო საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში მასობრივი განყოფილების გამგედ.
1932
ტიპი: ღონისძიება
1932-1935 წლებში სიმონ წვერავა პედაგოგიურ ტექნიკუმში, საღამოს მუშფაკში და ინდუსტრიალურ ტექნიკუმში ასწავლიდა საზოგადოებათა მეცნიერებას და ქართულ ენასა და ლიტერატურას.