საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93141

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში მყოფმა დავით შარაშიძემ გაზეთ „კომუნისტში“ ნახა ივანე ბოლქვაძის გარდაცვალების ცნობა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის ოქტომბერში მიხეილ კიკვაძე, მოწაფე, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, ქუთაისისა და თბილისის ჩეკაში ცემა-ტყეპისა და წამების შემდეგ ჭკუიდან შეირყა. თბილისის ჩეკას სარდაფში თვითმკვლელობის მიზნით მაჯა გადაიჭრა. ჩასვეს საგიჟეთში.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 2 სექტემბერს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანი ხარიტონ შავიშვილი ევგენი გეგეჭკორს წერილით სთხოვს მანდატს, ვაშინგტონში გამოცემულ წიგნს საქართველოს შესახებ და ფრანგულ ჟურნალს, რომელშიც გამოქვეყნებულია მისი სტატია.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის სექტემბერში მასწავლებელი იოსებ ჟვანია, ქუთაისის ჩეკას ციხის ტუსაღი, სოლოვკაში გადაასახლეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის სექტემბერში იოსებ ჟვანია სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასაახლეს.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) ნოე რამიშვილი იხსენებს აგვისტოს აჯანყების მსხვერპლს და გამოყოფს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, მოწინავე მუშა-ორგანიზატორებს, დათიკო დვალსა და თედორე ასათიანს, ძველ მუშაკს, ვასო ცაბაძეს და სხვ.

1926

ტიპი: ღონისძიება

აუცილებელი პრაქტიკის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, ზაქარია ბაქრაძე მე-18 ქვეით პომორსკის დივიზიაში მსახურობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, ზაქარია ბაქრაძე მე-18 ქვეით დივიზიას მეთაურობდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა და სთხოვა, კოლაუ ნადირაძის, ალი არსენიშვილის, გოგლა ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სანდრო ცირეკიძის ამბები შეეტყობინებინა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, კარგი იქნება, თუკი ჩემს ლექსს „ალი არსენიშვილზე“ კოლაუ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდავსო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, აქ ახალი ლექსი დავწერე და „მოაგარაკე-იდიოტი“ დავარქვიო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 6 აგვისტოს ილია ერენბურგმა ბათუმიდან ტიციან ტაბიძეს დეპეშა გაუგზავნა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ვანო ღლონტის ნეკროლოგი.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო ღარიბი ოჯახიდან.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი იყო სოფლის სოციალ-დემოკრატიული რევოლუციური მოძრაობის ტიპური წარმომადგენელი და გამავრცელებელი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტს პირველდაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი სოფლის მეურნეობას მისდევდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ახალგაზრდა ვანო ღლონტი ბრძოლაში ჩაება იმ დროს, რომელიც გურიაში ცნობილია ტოლმაჩევის ეპოქად. ტოლმაჩევი მუსრს ავლებდა რევოლუციურ ორგანიზაციებს, ასობით მოწინავე გლეხს იჭერდა და ჩრდილო რუსეთის მხარეში ასახლებდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე „სადღეისო“, მიძღვნილი 1924 წლის აჯანყების ორი წლისთავისადმი.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძემ მიიღო სამხედრო განათლება.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი, რომელიც ეძღვნება დავით ქარცივაძის (დ. მეჩინგურე) ხსოვნას.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძეს ახალგაზრდა პოეტთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა. მისი ლექსები დ. მეჩონგურის ფსევდონიმით ხშირად იბეჭდებოდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძე როგორც თავისი ნაწარმოებებით, ისე პრაქტიკული მოღვაწეობით შეურიგებელი დამცველი იყო დემოკრატიისა ოკუპაციის ხანაშიც, ამიტომ ხელისუფლებამ შური იძია, დაატუსაღა და აგვისტოს აჯანყების დროს დახვრიტა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პროცესზე კოტე ანდრონიკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვის სტენოგრაფიული ანგარიში.