საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ გამგეობის წევრებთან ერთად ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განახლებულ წესდებას და ნოტარიალურად დაამოწმებინა ილია წინამძღვრიშვილს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პართენ გოთუას წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.

1907

ტიპი: სტატუსი

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის შემნახველ-გამსესხებელი სალაროს თხოვნა, გამგეობას მიეღო ზომები გიორგი უთურაშვილის სალაროს ვალთან (20 მანეთი) დაკავშირებით.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 15 მარტს ფედერალისტებმა გორის მაზრის უფროსი გუგუშვილი მოკლეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „სახალხო მასწავლებლის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის შედგენა დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება კანცელარიისა და წიგნის მაღაზიისთვის ბინის გამოცვლის შესახებ. ამ საკითხზე ზრუნვა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ე. დალიენკოს თხოვნა, საზოგადოებას თავისი გამოცემები გადაეცა ავჭალის სახალხო ბიბლიოთეკისთვის.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის მარტიდან ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში შეხვდა ივანე ჯავახიშვილს. ილიას აინტერესებდა, საქართველოს ისტორიაში იყო თუ არა შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. დადებით პასუხი რომ მიიღო, ჯავახიშვილს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერა შესთავაზა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

არსენა ჯორჯიაშვილი 1907 წლის 1-ელ მარტს, დილის 7 საათზე, საგუბერნიო ციხის ეზოში ჩამოახრჩვეს და იქვე დამარხეს.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 1-ელ მარტს დასუსტებული არსენა ჯორჯიაშვილი სახრჩობელამდე ხელით მიიყვანეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელთა თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა უმიზეზოდ დაკავებულ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე რუსეთში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა დას, ელისაბედს. ბოდიში მოუხადა თანხის დაგვიანებისათვის, აუხსნა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. შეჰპირდა, რომ როგორც კი შეძლებდა, გადაუხდიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 14 თებერვლამდე ელისაბედ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს ვალის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 თებერვალს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. ეს საკითხი გუბერნიის თავად-აზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე უნდა განიხილათ.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ვარლამის ძე კაჭახიძე დაიბადა 1907 წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიში.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის თხოვნა მისი გამოცემული წიგნების შეძენის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს საგანგებო კომიისის წევრების – იაკობ გოგებაშვილის, პართენ გოთუასა და ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება – ქართული სახალხო სკოლის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ალაგირის სკოლის მასწავლებლის შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის მასწავლებელთა მოხსენება ინსპექტორის დანიშვნისა და სკოლის ავტონომიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლის წეს-დებულების შემუშავებამდე და სხვა პირის არჩევამდე სკოლის გამგედ დომენტი ოყროშიძე უნდა დარჩენილიყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას თხოვნა, რომ ის ყოფილიყო გამგეობის ვექილი და მიეღო საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილი კორესპონდენციები. გამგეობა დაეთანხმდა.