საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 10 აპრილს გორის ადგილობრივ კლუბში მარო თარხნიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ კონცერტზე  დები თარხნიშვილების გუნდმა შეასრულა შემდეგი ნაწარმოებები: „დაიგვიანეს“, „ჭონა“, „მუშური“, „ოროველა“, „ურმული“, „მე რეგვენი პატარძალი“, „ნანა კახური“, დამუშავებული მარო თარხნიშვილის მიერ. კლუბი სავსე იყო მსმენელით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე აუწყებს მთავარ გამგეობას, რომ უახლოეს დღეებში გაუგზავნის ადგილობრივი განყოფილების შემოსავლის 20%-ს და წარუდგენს როგორც ხარჯთაღრიცხვას, ისე – წიგნსაცავებისა და სკოლების ანგარიშებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას შეატყობინეს, რომ განყოფილების ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაისსა და ივნისში გადაწყვეტილი ჰქონდათ სახალხო სეირნობის და ლატარია-ალეგრის გამართვა. მეფისნაცვლისგან ნებართვის ასაღებად დახმარება მთავარ გამგეობას სთხოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 აპრილს ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლში სოფიო რომანიშვილის, შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილის, ვ. ლ. გუნიას, სიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილის, კ. ჭელიძის, დ. მგალობლიშვილის და სხვათა მონაწილეობით არტურ შნიცლერის სამმოქმედებიანი პიესის „დარაჯი“ წარმოდგენა გაიმართებოდა. პიესა გერმანულიდან თეოდორე ქორიძემ თარგმნა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 4 აპრილს ცხმო­რის მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ეკლესიის მღვდელი იოსებ ბესარიონის ძე კობერიძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „იბსენი და მეტერლინკი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე მგელაძის ლექსი „ქარი... გრიგალი!..“, მიძღვანილი ელო ანდრონიკაშვილისადმი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის სტატია „გაკვრით“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში გამართულ ილია კარგარეთელის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში ნატო გაბუნია-ცაგარლის, ტასო აბაშიძისა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ბებრის საღერღელი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრა ფალავანდიშვილის თხოვნა ქვემო ჭალის ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოფელში 20 მანეთის წიგნები გაიგზავნებოდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის აპრილის ბოლოს გალაკტიონ ტაბიძემ სემინარია მიატოვა და სოფელში დაბრუნდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილის ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, მიხეილ ადამაშვილი, ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი, ლევან თედოს ძე მეტრეველი, იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილის ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვაჟა-ფშაველა, ივანე გომართელი, კიტა აბაშიძე, ილია ელეფთერიძე, არსენ მამულაიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, შიო არაგვისპირელი და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ავადმყოფ მსახიობს, მარგარიტა ქილარჯიშვილს დასახმარებლად 6. 75 მანეთი შეუგროვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა ნიკოლოზ გოცირიძის მიერ ნათრაგმნი ერთმოქმედებიანი პიესის „მაღაროს უფროსი მუშა“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედიის „სიყვარული და თავისუფლება“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აპრილში სახალხო სახლში გაიმართა სახალხო უნივერსიტეტის ლექციები. ნ. აბრამოვიჩმა წაიკითხა ლექცია „ახალი თაობა ჩეხოვის თხზულებაში“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართული ხორო კოტე ჩარკვიანის ლოტბარობით ქართულ სიმღერებს იმღერებდა. დასაწყისი 8 საათზე. ბილეთის ფასი 10-20 კაპიკი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს გაზეთ „ახალი სხივის“ საშუალებით სილოვან თავართქილაძე გურიის მეაბრეშუმეებს აცნობებდა, რომ დაბა ჩოხატაურის მაღაზიამ შეიძინა აბრეშუმის მაღალი ხარისხის თესლი „ხრისტოდული“, რომლის აღებაც შეიძლებოდა სოფელ ხიდისთავში — ემილ ლომთათიძესთან, ნაგომარში — თომა ნინიძესთან, ბუკნარში — მირიან ბუკიასთან, ხოლო გულეიკარში — იოსებ მაღულარიასთან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო დუმის სხდომაზე გიორგი ზამილოვსკიმ და ნიკოლოზ მარკოვმა მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის მიხედვითაც ებრაელებს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევა ეკრძალებოდათ.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის აწყურის უბნის ბოქაულები ლ. უზნაძე და პ. სოსიე პასუხისგებაში მისცეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 29 მარტს პოლიციამ შეიპყრო ადმინისტრაციული წესით გადასახლებული და თვითნებურად დაბრუნებული თბილისის მოქალაქე კ. მ. მელხაძე.