საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89459

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ირაკლი წერეთელი ქუთაისის დუმის აგრარული კომისიის წევრი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიიის მასწავლებელი გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იოსებ ოცხელი იყო ქუთაისის გინმაზიის დირექტორი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ძმები იმნაძეები პოლიციაში მუშაობდნენ.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს გარსო მამაცაშვილმა ორი ტერორისტი მეგობრის მკვლელობისთვის პოლიციელი იმნაძე მოკლა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გარსო მამაცაშვილი თანაგუნდელებთან ერთად თავს დაესხა ცალხელა შავრაზმელ პიორიშკინს, მას რამდენიმე ყუმბარა ესროლეს, მაგრამ პიორიშკინი გადარჩა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს მოკლული ძმის ცხედრის სანახავად მიხეილის საავადმყოფოში მიმავალ პოლიციელ იმნაძის ეტლს გარსო მამაცაშვილმა ვორონცოვის ძეგლთან ბომბი ესროლა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს კოლია იოსელიანმა მოშიაშვილი მოკლა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს მღვდელი გურგენიძე ავტოკეფალისტებს შეუთანხმდა, რომ თუ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად მკვლელს მოძებნიდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ავტოკეფალისტებმა გაიგეს, რომ მღვდელი გურგენიძე პოლიციასთან თანამშრომლობდა და მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სასულიერო აკადემიის ყოფილი მოსწავლე ეფემ კუჩუკი ანარქისტების პარტიის წევრი იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს მღვდელ გურგენიძეს ეფემ კუჩუკმა ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად 500 მანეთი მოსთხოვა. კუჩუკს ამ საქმეში ზაქრო ტურუკიანციც უნდა დახმარებოდა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ეფემ კუჩუკი სადგურ კარაიაზში საფოსტო მატარებელზე თავდასხმისთვის სასჯელის მოლოდინში მეტეხის ციხეში იჯდა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანარქისტების პარტიამ თავის წევრებს დაავალა, თავს დასხმოდნენ მატარებელს, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. მძარცველები შეიპყრეს, მათ შორის ეფემ კუჩუკიც.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მისი ჩანთა გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს წიგნაკი, რომელშიც აღწერილი იყო მაზრაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები მონაწილეთა ინიციალებითა და წარწერით: „გადაეცეს შემდეგში გამარჯვებული ხალხის სასამართლოს“.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წელს 27 წლის დათა ქადეიშვილი სოხუმის ციხეში დახვრიტეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს პოლიციამ ტერორისტი დათა ქადეიშვილი დააპატიმრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ბათუმში ერმოლოვზე თავდასხმის დროს დაჭრილი ვარდენ თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მის რაზმს სათავეში პორფილე პაიჭაძე ჩაუდგა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს პორფილე პაიჭაძემ შორაპნის მაზრაში გაფანტული ყოფილი რაზმელები შეაგროვა და ისევ ერთ გუნდად გააერთიანა.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს შვეიცარიიდან გაძევებული იოსებ დავრიშევი პარიზში გადასახლდა და სახელი შეიცვალა, ხან იწოდებოდა დავრიშერად, ხან – ჯოზეფ დე დავრიშევად, ბოლოს კი – ჯოზეფ ჟაკ დავრიშევად.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს შვეიცარიაში ბაქოელი მეწარმისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული იოსებ დავრიშვილი სასამართლომ გაამართლა, მაგრამ შვეიცარიიდან გააძევა.