საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ ალექსი, მიხეილ, ნიკოლოზ, კონსტანტინე და ბეგლარ პაიჭაძეები ახლობლებს მამის — სიმონ დავითის ძე პაიჭაძის გარდაცვალებას აუწყებდნენ. დაკრძალვა გაიმართებოდა ფოთში, სომხის ქუჩაზე მდებარე სახლიდან.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სასტუმრო „კავკაზში“ მიხრან ხანჯიანცის არტელი ბაღდადური ჯიშის თეთრი აბრეშუმის პარკის თესლს ყიდდა.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნიკოლოზ ბოზარჯიანცის „დრუჟბა და ტოვარიშჩი“ მომხმარებლებს საუკეთესო პაპიროსს სთავაზობდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი სოფიო რომანიშვილი-დგებუაძე პაციენტებს ავჭალის ქუჩა N 31-ში, 14:00-დან 18:00 საათამდე იღებდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი ს. ვაშაყმაძე პაციენტებს ვერის დაღმართზე, N 15-ში, 11:00-დან 19:00 საათამდე იღებდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 3 მარტს ჰაეროსტატის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა გერმანიის რაიხსტაგის დეპუტატი და მეცნიერი ვერნერ უგო ვილჰელმ დელბრუკი.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო ბანკის მოხელე ჩერენიხოვსკიმ 1000 მანეთი გაფლანგა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 21 მარტს სასახლის ქუჩაზე მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ლ. კ. ჯორჯაძემ საგუბერნიო ციხის უფროსი კ. ფ. ივლევი მოკლა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ყალბი ფულის დამზადების ბრალდებით პოლიციამ მეძმარიაშვილი, ი. ნ. დემუროვი და ოზურგეთის მოქალაქე პ. ა. კალატოზოვი შეიპყრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მ. ი. ჟუკოვსკისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი მოსამსახურე ი. გ. გურსკი და მისი 14 წლის ვაჟი დააკავეს.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოდესის საოლქო სასამართლოში ავადმყოფობის ხელოვნურად გავრცელების ბრალდებით ო. სინაურიძის, ა. ვასაძის, პ. და გ. მეტრეველების, მ. მოსიაშვილის, დ. კახიაშვილისა და ხ. ბეჩუაშვილის საქმე განიხილებოდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 20 მარტს არტილერიის საწყობთან დარაჯმა ნიკ. აკ. ტვარჩენკომ თავი მოიკლა.

1910

ტიპი: ნასამართლეობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედის მცხოვრები, ძებნილი მიხ. ვანიძე პოლიციაში გამოცხადდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა „თეატრი და ცხოვრების“ ახალი, მე-12 ნომერი, რომელშიც ვლ. ალექსი-მესხიშვილის, თამარ გოგოლაშვილის, ივანე გომართელისა და სხვათა სიტყვები დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ გრ. კალანდაძის უდროოდ გარდაცვალების გამო ნოე მამალაძემ, კალე ჯანბერიძემ და მირ. ჯაშმა სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „მორის მეტერლინკი და თეატრი“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „გაზაფხულის პირი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პროკოფი ამბაკოს ძე გუჯაბიძის „წერილი სატრფოს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მეორე მოქმედება.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის ლექსი „მხოლოდ შენ...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აღალო თუთაევის წერილი „დრამატურგი ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „შალიაპინი დონ-კიხოტის როლში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძის წერილი „ნახულ-გაგონილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 მარტს გრიგოლ რობაქიძე ქართულ თეატრში ოსკარ უაილდის შემოქმედებაზე წაიკითხავდა ლექციას „რელიგია მშვენიერებისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჭიათურის სახალხო უნივერსიტეტში კ. კანდელაკი წაიკითხავდა ლექციას კოოპერაციაზე.