რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად კ. მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წარმოადგინეს გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილი ორი პიესა – „ხალხის სიკეთე“ და „სიკვდილი ნაპოლეონისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს კოტე მესხის ბენეფისზე წამოადგინეს სპექტაკლი „სიკვდილი ნაპოლეონისა“, რომელშიც თავად მესხმა ნაპოლეონის როლი შეასრულა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 26 თებერვლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის წინადადება საზოგადოების კანცელარიაში მარჯორი უორდროპის სურათის დაკიდების შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 თებერვალს ქუთაისის თეატრში გამართულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „შავი ბერი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 თებერვალს ქუთაისის თეატრში ვალერიან ლევანის ძე გუნიას ბენეფისი გაიმართა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტები საზოგადო კლუბის შენობაში ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოს გამართავდნენ. ღონისძიებაზე ა. ი. მალხაზოვი წაიკითხავდა ლექციას „რომანტიზმი თანამედროვე ლიტერატურაში“.
1910
ტიპი: გარდაცვალება
ვლადიმერ ივანეს ძე, არჩილ, ვანო და ბაბალე მაჭავარიანები, სოლომონ იოსების ძე და ანნა შიოს ასული ნაცვლიშვილები, მარიამ ისაკის ასული მაჭავარიანისა და ნატალია ნიკოლოზის ასული მაყაშვილისა გაზეთ „ახალ სხივში“ თიკო (თინათინ) იოსების ასულ მაჭავარიანის გარდაცვალებას იუწყებიან. პანაშვიდები რევაზოვის ქ. N 5-ში გაიმართებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 26 თებერვალს ქართულ თეატრში კოტე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა. ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და დასი წარმოადგენდა გრიგოლ აბაკელიას მიერ თარგმნილ ფრანგი დრამატურგის, თეოდორ გერელის სამმოქმედებიან პიესას „ხალხის სიკეთე“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა რკინიგზის სახელოსნოში თედო დოლიძესთან, „სბორნი“ ცეხის კანტორაში – ი. მამაცევთან და „ტოკარნი“ – ცეხში ს. ჩიკვაიძესთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა „ვაგონნი ცეხში“ კ. გოგუასთან, „პარავოზების დეპოში – ნ. იასტეროვთან, საქონლლის სადგურში – გ. ფილიასთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტის მოსწავლეთათვის „სინემატოგრაფი გინეპენის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მანკევიჩი, მაქსიმოვი, ბუნიმოვიჩი, ჯაბაური, გეურქ ფირუმიანი, პაპანაკოვი, ძმები პალცევები. ბილეთების შეძენა შეიძლებოდა ენფინჯიანცის ფაბრიკაში ვ. კალანდარიშვილთან, „შრომის“ და ქართველ გამომცემელთა ამხანაგობის სტამბებში ნესტორ ცინცაძესთან და ბ. მიკირტუმოვთან. ფასი 5-დან 10 კაპიკამდე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტების მიერ „საზოგადო კლუბის“ შენობაში გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოზე მონაწილეობას მიიღებდნენ: სტოგინა, დავიდოვა, მასკინა, ვართანოვი, კაევი, ვასილ ურუშაძე, დესპინე ივანიძე, ჩაროვი, გიორგი ჯაბაური.

