რეგისტრირებული ფაქტები90410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში ალექსი ჯარიაშვილსა და ნიკო პოპიაშვილს მირზაანში ჩხუბი მოუვიდათ. ჩხუბში დაშავებული ჯარიაშვილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს მღვდელ ზაქარია გძელიშვილის გაქურდვისთვის დაკავებულმა პირმა ციხიდან გაქცევა სცადა. ის ციხის ეზოშივე დაიჭირეს.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს დამსახურებული სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე ივანეს ძე პაპარიგოპულო კავკასიის საფოსტო ოლქის მმართველად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს სერგო ნიკოლოზის ძე სტრეპლეცკი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქში სკოლებში ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი ნიკოლოზ თეოდორეს ძე ბლიუდოვი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის მრჩეველი სერგო თეოდორეს ძე გრუშევსკი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს X კალსის ჩინოვნიკი ვიქტორ ნიკოლოზის ძე ტროიე კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის მდივანი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ნიკოლაევი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს IX კალსის კოლეგიის ასისტენტი ალდრ დიმიტრის ძე კლემენტევი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს VIII კალსის სახელმწიფო მოხელე გრიგოლ თედორეს ძე სოფრონსკი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ტუტულიანი მრჩეველი კონსტანტინე ანტ. ძე სოკლოვსკი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს VII კალსის კოლეგიის მდივანი ნიკოლოზ მიხეილის ძე ინდუტნი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს კოლეგიის მრჩეველი ალდრ დიმიტრის ძე ილიაშენკო კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის კანცელარიის მმართველი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს თბილისის გიმნაზიის პედაგოგი რუდოლფ კარლის ძე შენგერი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს სახელმწიფო მოხელე ვლადიმერ ივანეს ძე ჟელიხოვსკი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის ინსპექტორი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს დამსახურებული სახელმწიფო მრჩეველი ფეოდოსია დიმიტრის ძე ილიაშენკო კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის ინსპექტორი იყო.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი იან. მიხეილის ძე ნევპეროვი კავკასიის საგანმანათლებლო ოლქის რწმუნებული იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ კონსტანტინე ყიფიანი დიკოვსკის როლს ასრულებდა, კოტე მარჯანიშვილი – ხოლმინისას, გედევან გედევანოვი თამაშობდა მოხუცებულ კნიაზს, ივანე კარბელი – ახალგაზრდა კაცს, ხოლო კანდელაკი – მწერალს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ასლან კვიტაშვილი ლანჩხუთიდან გურიანთის ბოქაულად გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 33-ე სხდომას დაესწრნენ კონსტანტინე ჯაფარიძე, ივანე გომართელი, ნიკოლოზ ელიავა, არჩილ ჯორჯაძე და გიორგი ლასხიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე საფილოქსერო კომიტეტის განკარგულებით მევენახეთა შორის გასავრცელებლად დაიბეჭდა აგრონომ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ შედგენილი რჩევები (ქართულად და რუსულად) ვაზის ობისა და ნაცრის მკურნალობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

