საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1905

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა 2 სექტემბერს დაიწყო. ანგარიშს ხელს აწერენ ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის სექტემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე მსახურობდა ყოფილ სათავადაზნაურო (შემდგომში ვაჟთა მე-7 გიმნაზია) გიმნაზიაში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის პირველი სექტემბრიდან 1912 წლის პირველ სექტემბრამდე დავით ივანეს ძე ანანიაშვილი მასწავლებლად მსახურობდა მოსკოვის საშუალო სასწავლებლებში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის პირველი სექტემბრიდან 1916 წლის პირველ იანვრამდე, 1907-1910 წლების გამოკლებით, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის სექტემბერში თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე, რომელიც ექიმ ნ. ხუდადოვის თაოსნობით გაიმართა, მხოლოდ თბილისის გიმნაზიის მასწავლებლებს მიეცათ დასწრების უფლება.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის სექტემბერში გურიაში ჩატარდა ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე წარსაგზავნი რწმუნებულების არჩევნები, სადაც კენჭს თევდორე კიკვაძეც იყრიდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 აგვისტოს ელექტროტექნიკოსი ა. ჯავახიშვილი პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელის მინდობილობით აფხაზეთში გაემგზავრა. პრინცს გაგრაში, ზღვის ზოლთან ახლოს, სანატორიუმის აშენება სურდა. აგების ხარჯი შეადგენდა მილიონ-ნახევარ მანეთს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 აგვისტოს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარის მოვალეობა შეასრულა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, შიო ჩიტაძესა და ივანე მიხეილის ძე გომელაურს მიენდოთ ქართული სახალხო სკოლის ტიპის შემუშავება.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლაში სწავლა დაიწყო 20 აგვისტოს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 6 აგვისტოს მანიფესტით გამოცხადებული სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის ვადად 1906 წლის იანვრის შუა რიცხვები განისაზღვრა. კავკასიის სამეფისნაცვლოდან სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატების არჩევნების შესახებ დებულება დიმიტრი სოლსკის კომისიას უნდა შეემუშავებინა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 4 აგვისტოს გაზეთ "Русское слово"-ს ცნობით, ალიხანოვის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის ნოე თევზაძესა და 20 წლის ნიკოლეიშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმისთვის ნაცემი ლევან ხერხეულიძე მიხეილის საავადმყოფოში ხმლით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმის შემდეგ ლევან ხერხეულიძე გაიქცა, მაგრამ ბაღ ბელ-ვიუსთან შეიპყრეს და სცემეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 ივლისს ოლღას ქუჩაზე თბილისის პოლიციის უფროსის, გიორგი კოვალიოვის ეტლს ლევან ხერხეულიძემ ყუმბარა ესროლა. კოვალიოვი ფეხში დაიჭრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმის გამო ნაცემი ლევან ხერხეულიძე მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმა იოსებ დავრიშვილის მონაწილეობით დაიგეგმა, ის ტერაქტს შორიდან ადევნებდა თვალს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ ნოტარიუს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კანტორაში დაწერილი ანდერძის თანახმად, პოეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ მისი მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ცხადდებოდა, თავად ქვრივის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მამაპაპეული ქონება კანონიერი მემკვიდრეების ხელში გადადიოდა, ხოლო შეძენილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება უნდა გამხდარიყო.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ივლისში თბილისის გიმნაზიას მიენიჭა კერძო გიმნაზიის უფლებები. 1905-1906 სასწავლო წელს მერვე კლასის მოსწავლეებმა (31 მოსწავლე) სიმწიფის მოწმობის მისაღები გამოცდები ჩააბარეს გიმნაზიის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა საოლქო მზრუნველის თანაშემწე ა.ი. სლავინსკი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 19 ივნისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის განკარგულებით (N1083) ვლადიმერ აბაშიძე საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში გამართულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე ეკატერინე გაბაშვილმა კრების თავმჯდომარეს წერილი გადასცა და ქალთა სკოლების დახმარება სთხოვა. კრებამ მისი თხოვნა არ განიხილა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში ჩატარებულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე კრების წევრებმა თბილისის ქალთა სკოლის დირექტორებს ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 1905 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილი და ქალთა განათლების მიმართ კრების წევრებისა და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება დაგმო.