რეგისტრირებული ფაქტები90407
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქალაქის თეატრში ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დილა გამართეს. ღონისძიება დავით კლდიაშვილმა ილიასადმი მიმართვით დაიწყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ვასილ ვასილის ძე ბლავატსკი გურია-ქუთაისის სამხარეო მოსამართლის მოადგილე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს თეოდორ გრიგოლის ძე ტრიპოლსკი იყო ქალაქ ერევნის სამხარეო სასამართლოს მოსამართლის მოადგილე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ნოემბერში ქუთაისის დრამატულმა დასმა იუმორისტულ საღამოზე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ხამაშურიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის სახლები დაიწვა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს აპოლონ არსენის ძე კობახიძე ჭიათურის სამთო-ტექნიკური სასწავლებლის ხელმძღვანელად და მასწავლებლად დაამტკიცეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში თბილისის ოლქის სასამართლომ გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომლებისა და ნაფიცი მსაჯულის თანაშემწე გვაზავას საქმე განიხილა. გვაზავა „კავკაზის“ თანამშრომლებს – მილუტინსა და ბახტაძეს – ცილისწამებაში სდებდა ბრალს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. პოპლოვსკი იყო გამომძიებელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი იყო ინჟინერი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკი იყო გამომძიებელი, პროკურორის მოადგილე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ექიმი ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ელიზბარ ჯაჯანაშვილმა იჯარით გასცა მთაწმინდაზე მდებარე ქალაქის მამული.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ მე-7 და მე-8 ნომრებში დაიბეჭდა სიმონ ღოღობერიძის მიერ ფრანგულიდან, ორიგინალიდან, ნათარგმნი სტატია „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატას „სახალხო გაზეთის“ რედაქტორი ნიკო კურდღელაშვილი გაზეთში არჩევნების შესახებ წერილის მოთავსებისთვის უნდა გაესამართლებინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ი. გველესიანი ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოსაძიებლად ხარაგაულში ჩავიდა.

